x
მსოფლიოში ლუდის პირველი მილსადენი ბრიუგეში გაიყვანეს

imageლუდის მილსადენი - ეს შესაძლოა უცნაურად
ჟღერდეს, თუმცა, იგი უკვე აღარ არის მხოლოდ ფანტაზია. ბელგიის ქალაქ
ბრიუგეში მსოფლიოში პირველი ლუდის მილსადენი გაიხსნა.
დაახლოებით 3 კილომეტრის სიგრძის მილი ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე ლუდსახარშ Halve Maan-ს იმ ქარხანასთან აკავშირებს, სადაც ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა ხდება.
აღნიშნული
მილსადენი არის ლოგისტიკური გამოსავალი სასმელის სატვირთო მანქანებით
ტრანსპორტირების თავიდან არიდების კუთხით, რაც ბრიუგეს ვიწრო ქუჩებში ამ
დრომდე პრობლებას წარადგენდა.
5 პროდუქტი, რომელიც ლუდს და ფეხბურთს უხდება
მილსადენის საშუალებით ლუდსახარში კვლავ ბრიუგეს ცენტრში რჩება, სადაც უკვე 500 წელია ლუდი მზადდება. ხოლო მისი ტრანსპორტირება საჭირო აღარ არის.

მილსადენი
ნაწილობრივ მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხით დაფინანსდა. კერძოდ, ე.წ
ქრაუდფანდინგის კამპანიის შედეგად 300 000-ზე მეტი ევრო შეგროვდა, რაც
ბელგიაში მსგავსი კამპანიით შეგროვებული რეკორდული თანხაა.
მილსადენი
აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რათა ტრანსპორტირების დროს ლუდის
ხარისხის შენარჩუნდეს. მისი მეშვეობით საათში 4 000 ლიტრი ლუდის
ტრანსპორტირება ხდება, რაც 12 000 ბოთლის შევსებისთვის საკმარისია.
აღსანიშნავია,
რომ უძველესი ქალაქი ბრიუგე UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია
შეყვანილი. Halve Maan-ი კი ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და
სწრაფად მზარდი ლუდსახარშია.

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0