მაკიაჟი და ვარცხნილობა ტენდენცია-ხავერდოვანი და მოციმციმე სახის კანი 2012, 13 ივნისი, 12:52 მოციმციმე და ატლასისებური ტექსტურის მქონე კოსმეტიკურმა საშუალებებმა შეავიწროვეს მკრთალი ფერები.
გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებზე ვიზაჟისტები ეცადნენ მოდელების სახეებისთვის მაქსიმალური ბრწყინვალება მიენიჭებინათ.
შეგიძლიათ გაიმეოროთ ცნობილი ვიზაჟისტის პეტ მაკგრატის გაკეთებული მაკიაჟი, რომელიც მან Dolce & Gabbana- ს შოუსთვის შექმნა. ამისთვის დაიტანეთ კანზე მსუბუქი ტონალური კრემი-სითხე (ფლუიდი). შემდეგ აუცილებლობის მიხედვით დაფარეთ კონსილერით წვრილმანი დეფექტები. ე. წ. „ჰაილაითერით“ შეეხეთ ღაწვებს, გადაატარეთ ის სახის კონტურს და წარბებიც „გაანათეთ“. ატმისფერი კრემისებური ფერ-უმარილი თითებით კარგად დაიტანეთ ლოყების ცენტრში. თვალის შიდა კუთხეები გამოყავით თეთრი ფანქრით ან პრიალა ჩრდილებით. ტუჩებზე წაისვით დამატენიანებელი პომადა ან ვარდისფერი პრიალა საცხი. ![]() ![]() Dolce & Gabbana ![]() ![]() ![]() ![]() 437 3-ს მოსწონს
|