სხვა "რა არის სიყვარული?" - ამერიკელ მკვლევარებმა დაკითხეს 4-8 წლამდე ბავშვები! 2016, 22 სექტემბერი, 10:42 ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
პასუხები ასე გამოიყურება: 4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“ 4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“ 4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“ 4 წლის ურსულა: "სიყვარული არის მაშინ, როცა ვინმეს შენ ძალიან უყვარხარ" 6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“ 6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.“ 6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.“ 6 წლის არტური: "სიყვარულია, როცა ჩემი დაიკო გაბრაზებისას ლოყაზე მკოცნის" 7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“ 7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“ 7 წლის დენი: „სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“ 8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“ 8 წლის ოდრა: "სიყვარული არ არსებობს, გთხოვთ ამას ნუ დაიჯერებთ!" 8 წლის ალექსი: "საინტერესო კითხვაა, მაგრამ ჯერ ამისთვის ძალიან პატარა ვარ!" 8 წლის მელინა: "მე მიყვარს ჩემი მშობლები და ძამიკო, ვფიქრობ ეს არის ნამდვილი სიყვარული" ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო? ბიჭუნამ მიუგო – „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 427 11-ს მოსწონს
|