x
image
ციცი
Mediator image
ეფექტური ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად.
image
თმის ცვენა უამრავ ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, მაგრამ ამ მხრივ არც ქალები არიან გამონაკლისი. ის რაც ადამიანის ორგანიზმში ხდება, ყოველთვის ადამიანის გარეგნობაზე, კანზე და თმებზე აისახება. თუ თქვენ თმა გცვივათ, ეს თქვენი სხეულის ნიშანია იმაზე, რომ თქვენ ვიტამინები გაკლიათ. ამიტომ თმის სერიოზული ცვენის დროს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მაგრამ ვიდრე ექიმს მიმართავთ, შეიგძლიათ სცადოთ ძალიან ეფექტური საშუალება.

ის რაც თმის ცვენის შესაჩერებლად დაგჭირდებათ ყველასთვის ხელმისაწვდომია და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში და სუპერმარკეტში.

მაშ ასე, თქვენ თმის ნიღბისთვის დაგჭირდებათ:



1.ვიტამინები B6 და B12 ამპულებში:
2.ვიტამინი C ფხვნილის სახით;

3.ერთი ფლაკონი აბუსალათინის ზეთი;
4.ნატურალური თაფლი;

5.თმის ნებისმიერი ბალზამი.

ერთჯერადი ნარევის დასამზადებლად ავიღოთ თითო ამპულა B6 და B12 ვიტამინები, ერთი გრამი

ვიტამინი C-ს ფხვნილის პაკეტი, 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და ამდენივე თმის ბალზამი.

კარგად ავურიოთ ნარევი არამეტალის ჭურჭელში და შემდეგ დავიტანოთ თმაზე თმის ძირებიდან თმის ბოლოებისკენ მიმართულებით. ამის შემდეგ თმა შევიფუთოთ ცელოფნით და დავიფაროთ შალის ქუდი. ნაყენი თავზე უნდა დავიტოვოთ და თმა უნდა ჩამოვიბანოთ 45 წუთის შემდეგ.

სხვა ზეთოვანი ნარევებისგან განსხვავებით ეს ნარევი ჩამობანვის შემდეგ თმებზე არ ტოვებს ცხიმოვანების შეგრძნებას.

შედეგს მომენტალურად იგრძნობთ, თმებს ბზინვარება და სიჯანსაღე დაუბრუნდება და თმის ცვენა საგრძნობლად შეგიმცირდებათ.
imageimage



0
952
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0