გაუგონარი სიკეთე: საუდის არაბეთის ახალმა მეფემ თავისი ბრძანებულებით მსოფლიო შოკში ჩააგდო
დღეს გიამბობთ, თუ როგორ დააჯილდოვა თავისი ქვეყნის მცხოვრებლები გულუხვმა მმართველმა. ეს არც ზღაპარია და არც ჟურნალისტების მორიგი ფარსი, ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა.
საუდის არაბეთის ახლანდელი მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდი ტახტზე ავიდა 2015 წლის იანვარში თავისი ძმის სიკვდილის შემდეგ. რამდენიმე დღეში მან გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც არა მარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს დააცქვეტია ყურები. მასში საუბარია სახელმწიფო მოხელეების, პენსიონერების, სტუდენტების ფულად დაჯილდოებაზე ორი თვის ჯამაგირის სახით, რომლის თანხის საერთო ჯამმა შეადგინა 30 მილიარდი დოლარი.
უფრო მეტიც, ამავე დოკუმნტში კიდევ ნათქვამია დაახლოებით 500 ათასი პატიმრის ფულადი ჯარიმების პატიება 500 ათას საუდის რიალზე მეტით ( რაც ექვივალენტურია 133 ათას დოლარისა). ასევე ახალმა მმართველმა გადაწყვიტა უცხოელი პატიმრების გაძევება ქვეყნიდან სამეფოში შემდგომი დაბრუნების აკრძალვით, ამგვარად მათ ციხე შეეცვალათ დეპორტაციით.
იმავე ბრძანებულებით ახალი მეფე გამოყოფს 20 მილიარდ დოლარს მოსახლეობის სასმელი წყლით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის საჭირო ახალი ობიექტების მშენებლობისთვის. და ეს ყველაფერი არაა. სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდმა ქვეყანაში დარეგისტრირებულ ყველა ლიტერატურულ კლუბს და ასევე საუდის არაბეთის ფეხბურთის ჩემპიონატის სუპერლიგის კლუბებს გამოუყო ათ ათი მილიონი რიალი, პირველი ლიგის ნაკრებებს 5-5 მილიონი რიალი, ხოლო სხვა დანარჩენ კლუბებს 2 მილიონი საუდის რიალი.
ესეც არაა ყველაფერი რაც გულუხვმა მონარქმა გადაუხადა მოსახლებას. მეფემ გამოუყო ჯილდო ყველა მოქალაქეს, ვინც სოციალურ დახმარებას იღებდა და შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებს.
გარდა ამისა, მმართველმა გამოსცა ბძანებულება, რის თანახმადაც სოციალური დაცვის სამინისტრომ ყველა დარეგისტრირებულ საქველმოქმედო ფონდს უნდა გამოუყოს 2 მილიარდი რიალი, სოლიდარობის კოოპერატივების ასოციაციებს - 200 მილიონი რიალი, ხოლო ყველა დარეგისტრირებულ პროფკავშირს _ 10-10 მილიონი რიალი. შოკირებული იქნები, მაგრამ ასეთი მკაცრი და კანონმიმდევარი მუსულმანური სახელმწიფოს მმართველი საზოგადოებასთან ურთიერთობს სოციალური ქსელით. მან ტვიტერში თავის აკაუნტში განათავსა პოსტი თხოვნით ალაჰთან დაეხმაროს მას ემსახუროს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოებამ ახალი ლიდერის ასეთ აქტიურობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა: ორი საათის განმავლობაში ხელმწიფის პოსტს 175 ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა.
სხვათაშორის, ამ ტვიტერის დამსახურებით სალმანი მაშინვე მოხვდა ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების ტოპში. სულ რაღაც ექვს დღეში გამოიწერა 760 ათასმა ტვიტერის მომხმარებელმა. ამ დროისთვის მეფის აკაუნტის გამომწერების
საერთო რაოდენობა 1 მილიონ 860 ათასია.
სერთოდ, მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდი ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ეცდება გააგრძელოს თავისი განსვენებული ძმის პოლიტიკა.