x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბელგიაში პირველად გამოიყენეს ევთანაზია ბავშვის მიმართ
imageდღესდღეობით ბელგია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც ნებადართულია ევთანაზია ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიმართ.



ბელგიაში პირველად გამოიყენეს ევთანაზია ბავშვის მიმართ კანონის მიღების შემდეგ, იუწყება ტელეარხი RTBF.


"ევთანაზიაზე კონტროლის და ზედამხედველობის ფედერალურმა კომიტეტმა პირველად ისტორიაში მიიღო მკურნალი ექიმის დეკლარაცია, რომელიც მოითხოვდა ევთანაზიის განხორციელებას ბავშვის მიმართ"-ნათქვამია განცხადებაში.


ფედერალური კომისიის და კომიტეტის თავმჯდომარემ ვილ დისლტელმანსმა აღნიშნა, რომ ევთანაზიაზე მოთხოვნა დარეგისტირდა გასულ კვირას, თან დასძინა, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალზე კრიტიკული იყო, ამასთანავე კომიტეტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა დაესახელებინა ბავშვის ასაკი და დაავადება.



ასოციაცია ღირსეული სიკვდილის უფლების თავმჯდომარემ, ჟაკლინ ერმანსმა დასძინა, რომ "ადრე უკვე იყო ევთანაზიის მოთხოვნა არასრულწლოვანის მიმართ, მაგრამ მაშინ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამჯერად საუბარია სამედიცინო ჩარევის დეკლარაციაზე, ანუ ევთანაზია განხორციელდა."


ევთანაზია ბელგიაში დაშვებულია 2002 წლიდან, ხოლო ბავშვებზე 2014 წლიდან, რითაც ეს ქვეყანა ერთადერთია მსოფლიოში, სადაც კრიტიკულად დაავადებულ ნებისმიერი ასაკის ბავშვზე ამ პროცედურის განხორციელება ნებადართულია.


0
150
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0