ქალი და მამაკაცი აღმოსავლური სიბრძნე ქალის შესახებ 2016, 19 სექტემბერი, 10:17 ... დაიბადა ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი. ადამმა დაათვალიერა ყველა ცხოველი და ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი თანასწორი. მისთანა გონიერი და მეტყველი არ ერია ცხოველებში არცერთი და ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვისთვისმე განეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე, მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი – ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა. (დაბ. 1, 1 – 26; 2, 2, 7, 18, 20 – 21 3, 20)
ღმერთმა, ვიდრე ევას ქმარს ჩააბარებდა, ადამი გააფრთხილა: ის შენი ნეკნიდან არის შექმნილი, რომელიც შენი ხელის სიახლოვეს არის — რომ ყოველთვის ხელი შეგაშველოს, მხარში დაგიდგეს; და შენს გულთან ახლოსარის არის — რომ ის მუდმივად გიყვარდეს». რატომ არ აძლევენ მუშაობის უფლებას კაცები ქალებს აღმოსავლეთში როდესაც ქალი საკუთარ თავს სოციუმში ავლენს, ის იქ მთელ თავის შემოქმედებით ენერგიას ტოვებს და ქმრისთვის და ოჯახისთვის აღარაფერი რჩება. რატომ ზრუნავენ კაცები ქალებზე და რატომ ცდილობენ, რომ ქალმა საკუთარი თავის რეალიზება ოჯახში მოახდინოს? იმიტომ, რომ იციან, ქალის ენერგია — მადლის, სიუხვის და ბედნიერების წყარო არის. თუ კაცი საკუთარ თავზე ქალის სრულ მფარველობას იღებს, თუ უზრუნველყოფს მის ემოციურ სტაბილურობას, აძლევს მას მატერიალური და ფიზიკური დაცვის გარანტიას, მაშინ ქალის ენერგიის წყალობით, ოჯახში კეთილდღეობის ნაკადები შეედინება. 965 7-ს მოსწონს
|