x
6 მითი სტრესის შესახებ

ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტ სტრესს გამოიწვევს მის შესახებ არასწორი ინფორმაციის ქონა. გაგაცნობთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის შემოთავაზებულ ექვს პუნქტს, რომ დაგეხმაროთ სტრესის შესახებ მითების გაფანტვაში.
მითი #1 : სტრესი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს
ეს არ არის მართალი. ჩვენ განსხვავებულად აღვიქვამთ მოვლენებს და შესაბამისად განსხვავებული რეაქციები გვაქვს სტრესზე. ზოგი გაურბის მას, ზოგიც თვალს უსწორებს.
მითი #2: სტრესი ცუდია
სტრესი შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ არა ყოველთვის. ფაქტია, გარკვეულ სიტუაციებში, სტრესს შეუძლია დაგეხმაროთ თავი დაიცვათ საფრთხისგან. ის შეიძლება გახდეს მოტივატორი საქმეების შესრულებისთვის. სტრესი ცუდია თუ კარგი თქვენს აღქმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღიქვამთ მას (დადებითად - უარყოფითად).
მითი #3: სტრესი ყველგანაა, ასე რომ შენ მოგიწევს მასთანე ერთად ცხოვრება
დღევანდელი სამყაროს ბევრი ასპექტი ( ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, ხანგრძლივი სამუშაო და ა.შ ) ადამიანებში ხელს უწყობს სტრესის გაზრდას. თუმცა სტრესი ყველგან არ არის და თქვენ უნდა დაუშვათ ეს. თქვენ შეგიძლიათ ისე მოაწყოთ დღე, რომ გარკვეული დრო გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან. ასევე შეგიძლიათ სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები შეიმუშაოთ. დროის სწორად განაწილება, რთული საქმის მარტივად შეფუთვა სტრესის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა.
მითი #4: ყველაზე პოპულარული მეთოდები სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებებია
ეს საშიში მითია, იმიტომ რომ ხალხს უბიძგებს გამოიყეონს ის სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არ იყოს ეფექტური თითოეულის უნიკალური ცხოვრების სტილისთვის, თითოეული პიროვნებისთვის. არ არსებობს ყველაზე მორგებული სტრესის დაძლევის პროგრამა. ძალიან ბევრი იოგას მიიჩნევს სტრესულ სპორტად, სხვები კი პირიქით. საუკეთესო სტრესის დაძლევის სტრატეგიაა ის, რომელიც თქვენს უნიკალურ საჭიროებებს და ინტერესებს ერგება.
მითი #5: არ არის სიმპტომები, ესეიგი სტრესიც არაა
სიმპტომების არ არსებობა არ მიუთითებს სტრესის არარსებობაზე. საბოლოოდ, ქრონიკული სტრესი გამოიწვევს ტვინის და სხეულის გამოფიტვას, მცირდება პროდუქტულობა, ხშირია გადაღლილობა და გულმავიწყობა. ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს. თქვენს ცხოვრებაში სტრესს სრულიად ნუ დააიგნორებთ, იმიტომ რომ შეიძლება ამ მომენტში არ ხართ დაზარალებული. სტრესის დაძლევის ჯანსაღი სტრატეგიების შემუშავება დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ მას, როდესაც სიმპტომები გამოვლინდება.
მითი #6: მხოლოდ მთავარი სიმპტომები იმსახურებს ყურადღებას
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ სიმპტომებად, თუკი თავის დროზე არ გავაკონტროლებთ მათ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო მაჩვენებლები, თავის ტკივილი, ხშირი დაღლილობა გამაფრთხილებელი ნიშნებია.
imageმთავარი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ და რაზეც უკვე ვისაუბრეთ, აუცილებელია სტრესის მართვის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება და ბალანსის შენარჩუნება.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გვაძაბია
თინათინ გვაძაბია
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0