საბუნებისმეტყველო უფოლოგებმა მარსზე უცხოპლანეტელთა ხომალდის ნარჩენები აღმოაჩინეს 2016, 15 სექტემბერი, 8:28 მარსმავალმა Curiosity-მა წითელ პლანეტაზე ფოტო გადაუღო ან ზესაიდუმლო საბჭოთა ზონდს ან უცხოპლანტელთა დამსხვრეულ ხომალდს, ამტკიცებენ უფოლოგები. Curiosity-ის გადაღებულ ფოტოებს დროდადრო აქვეყნებს ხოლმე აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სააგენტო(NASA). უფოლოგებმა ამჯერად მარსის ზედაპირის შესწავლისას ფოტოებზე უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან წააგავს მექანიკურ საფრენ აპარატს ან ზონდს და მათი აზრით იგი აშკარად ხელოვნური წარმონაქმნია. უფოლოგების მტკიცებით ეს არის უცხოპლანტელეთა ხომალდი, რომელმაც ალბათ თავის დროზე კატასტროფა განიცადა. თუმცა NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქ არაფერი არ არის არაჩვეულებრივი, ფოტოზე გამოხატული "ობიექტი" ჩვეულებრივ ლანდშაფტის ნაწილია. ამასტანავე კოსმოსური არქეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელი იყოს ზესაიდუმლო საბჭოთა ზონდი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა წითელ პლანეტაზე გააგზავნა. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც უფოლოგები ფოტოების შესწავლისას მარსზე სხვადასხვა უცხო სხეულებს პოულობენ.ინტერნეტსაიტებზე დროდადრო ჩნდება ხოლმე სენსაციური ფოტოები, თუმცა NASA-ს სპეციალისტებს ყოველთვის გამზადებული აქვთ პასუხი, ან ასეთი "სენსაციები" არასერიოზულად მიაჩნიათ და საერთოდ დუმილს ამჯობინებენ. 635 8-ს მოსწონს 1-ს არა
|