x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ლამაზი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი... – ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს

თანავარსკვლავედები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე და იმას, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით ვართ დაბადებულები, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის. არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანები ხასიათით, ქცევით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგიერთი მეტისმეტად კომუნიკაბელურია, ზოგი – უფრო მშვიდი და წყნარი. ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. იმის გასარკვევად, თუ რომელ ნიშანს რა თვისება აქვს მოჭარბებულად, ასტროლოგებმა უნიკალური რეიტინგი შეადგინეს და ნომინაციები ასე გაანაწილეს:


image


ყველაზე ძლიერი — თევზები


ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ძლიერი ნიშნის წარმომადგენლები თევზები არიან. ეს ძალიან უცნაურია, რადგან ამ ნიშნით დაბადებულები, ჩვეულებრივ, მგრძნობიარეები და სენტიმენტალურები არიან. და მაშინ, ისმის კითხვა: საიდან აქვთ ამ ადამიანებს ამდენი ძალა? საქმე იმაშია, რომ თევზები უდიდესი შინაგანი ენერგიის მფლობელები არიან, რომელიც სხვა ნიშნთ დაბადებულებს არა გააჩნიათ. და იქ, სადაც, მაგ., ჯიუტი და ამბიციური ვერძი და თხის რქა მარცხდებიან, თევზები საკმარისად მტკიცე პოზიციებს იკავებენ. შეიძლება ითქვას, რომ თევზები "იღუნებიან", მაგრამ არა "ტყდებიან".


ყველაზე სექსუალური — ვერძი


ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურ ნიშნებად, ვერძი არის მიჩნეული. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მიმზიდველები, ვნებიანები და აქტიურები არიან. ისინი სხვების ყურადღებას ქარიზმითა და შინაგანი ხიბლით მიპყრობენ.


ყველაზე ვერაგი — მორიელი


ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ვერაგი მორიელი არის. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თუ შურისძიება განიზრახეს, მათი გაჩერება უკვე შეუძლებელი არის. თავიანთი განზრახვის შესასრულებლად ისინი იმდენად დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, რომ მათი გამოჭერა და რამეში დადანაშაულება თითქმის შეუძლებელი არის.


ყველაზე ერთგული — ქალწული


ასტროლოგები ყველაზე ერთგულ ზოდიაქოს ნიშნად ქალწულს მიიჩნევენ. ამ თანავარსკვლავედის ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ისეთი პარტნიორის მოძებნას, რომლის გვერდით, მთელს ცხოვრებას გაატარებენ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარი მეორე ნახევრის შერჩევის საკითხს. და თუ ისინი ვინმეს აირჩევენ, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს უღალატებენ.


ყველაზე ლამაზი — მშვილდოსანი


ზოდიაქოს ყველაზე მიმზიდველი ნიშანი — მშვილდოსანი არის. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენელი ადამიანები ძალიან ჰარმონიულად არიან “აწყობილები" დაბადებიდანვე. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ სილამაზეს და მიმზიდველობას.


ყველაზე კეთილი — კურო


ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე კეთილი კურო არის. მას არ უყვარს კონფლიქტური სიტუაციები, ყოველთვის ტაქტიკური არის ურთიერთობებში, უანგაროდ შეუძლია სხვა ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა, რაც თავისთავად, მის უსაზღვრო სიკეთეზე და კეთილმოსურნეობაზე მეტყველებს.


ყველაზე იღბლიანი — მარჩბივი


ტყუპები ყველაზე იღბლიანი ნიშნები არიან, ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ისინი ხშირად საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც მათ უფრო წარმატებულს ხდის, სხვა თანავარსკვლავედების წარმომადგენლებთან შედარებით. გარდა ამისა, ეს ნიშნები ბუნებით ოპტიმისტები არიან და ყოველთვის სჯერათ, რომ დაწყებულ საქმეში წარმატებას მიაღწევენ.


ყველაზე მეოჯახე — კირჩხიბი


ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე მეოჯახე ნიშნად კირჩხიბი ითვლება. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის ოჯახური ღირებულებები ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. ისინი ყოველთვის ღირსეულ პარტნიორს ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად და სახლში სიმყუდროვის შექმნაზე ფიქრობენ გამუდმებით. ეს ყველაზე იდეალური ნიშანია ქორწინებისა და სერიოზული ურთიერთობებისთვის.


ყველაზე ეგოისტი — ლომი


ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი ნიშანი — ლომი არის. ხელგაშლილობისა და მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ყველაფერს თავიანთი სურვილის მიხედვით აკეთებენ. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც ენერგიის აღდგენაში ეხმარებათ. გარდა ამისა, ლომს ძალიან მოსწონს როდესაც აქებენ და ეპირფერებიან, რადგან ასეთ წუთებში, ის გრძნობს, რომ “კვარცხლბეკზე" დგანან.


ყველაზე კომუნიკაბელური — სასწორი


სასწორი ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანია, ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ისინი ძალიან ენამოსწრებულები არიან და შეუძლიათ საათობით ლაპარაკი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ადამიანების გაცნობა და შეუძლიათ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ელაპარაკონ უცნობ ადამიანს, რომელსაც სავარაუდოდ, სხვა დროს აღარ შეხვდებიან. მათ გონებაც უჭრით და საუბრის დროს, თავდაჯერებულობა არ აკლიათ. ყველაზე დიდი ტანჯვა, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, მარტო ყოფნა არის.


ყველაზე იდუმალი — თხის რქა


ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე გულჩათხრობილი და იდუმალი ნიშანი – თხის რქა არის. რა აზრები უტრიალებთ თავში და რაზე ფიქრობენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ძნელი მისახვედრი არის! ისინი იშვიათად თუ ვინმეს გაანდობენ თავიანთ გრძნობებს და განცდებს და ხშირ შემთხვევაში, ადამიანებისადმი გულგრილები და ცივები არიან.


ყველაზე ჭკვიანი — მერწყული


ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი მერწყული არის. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ყოველთვის ახალი და გენიალური იდეები მოსდით თავში. მათ ძლიერ აქვთ განვითარებული ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ძალა არ ჰყოფნით, რომ ბოლომდე მიიყვანონ ჩანაფიქრი და ამიტომ, მათი თითქმის ყველა გენიალური გამოგონება და პროექტი აღიარების გარეშე რჩება.


თუ თქვენ არ აღმოჩნდით “ყველაზე, ყველაზე..." იმაში, რაშიც გინდოდათ რომ ყოფილიყავით, ნუ განაწყენდებით. თანავარსკვლავედები ხომ ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ნიჭზე და წარმატებაზე. ზოდიაქოს ნიშანმა შეიძლება გიამბოთ ზოგიერთი ზოგადი ფაქტი, თქვენი ცხოვრების შესახებ, მაგრამ, არა ყველა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

* დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორიების მიხედვით გადაღებული 10 ფილმი

* სად ინახება არამიწიერი ცივილიზაციების არტეფაქტები?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0