x
image
მანჩო 777
ინტერნეტ-მომხმარებლები თავს იმტვრევენ საბავშვო ამოცანის ამოხსნაზე, რომელიც ამ ბოლო ხანს გავრცელდა ქსელში
ინტერნეტ-მომხმარებლები უკვე რამოდენიმე დღეა ვერ შეთანხმებულან სახალისო ამოცანის პასუხზე, რომელიც ამ ბოლო დღეებში გავრცელდა ქსელში. თავსატეხი ცხენების, ჩექმებისა და ნალების შესახებ სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელმა Nejib Tej-მა განათავსა საკუთარ გვერდზე.


image


პოსტს 20 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, ხოლო ის ნახა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. ამოცანაში უნდა იპოვოთ უცნობის მნიშვნელობა, რომელიც უნდა განსაზღვროთ წინა სამი ტოლობის საფუძველზე. მათი დახმარებით გამოითვლება ცხენის, ნალის და ჩექმის რიცხობრივი მნიშვნელობები.


მომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ პასუხია 48; მეორე ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უცნობის მნიშვნელობა 42-ია; გარდა ამისა, დასახელებულია პასუხის შემდეგი ვარიანტები: 22, 21, 13, 44 და 16.



ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო ტოლობაში იცვლება ჩექმების და ნალების რაოდენობა, რომელთა რიცხობრივი მნიშვნელობა წინა სამი ტოლობიდან უნდა განსაზღვოთ. გარდა ამისა, ბოლო ტოლობაში შემოდის გამრავლების ნიშანი, რაც დამატებით ართულებს პასუხის პოვნას.

თუმცა მგონია, რომ აქ არანაირი სირთულე არაა, უბრალოდ საჭიროა გქონდეთ დაკვირვებული თვალი და 30-ის ფარგლებში უნდა იცოდეთ შეკრება-გამოკლება და გამრავლება-გაყოფა.

აბა, ვინ იქნება პირველი, ვინც სწორ პასუხს დაწერს. ველი თქვენს კომენტარებს.

30
653
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
653
  
2016, 14 სექტემბერი, 10:27
ეგრეა:)
2016, 14 სექტემბერი, 10:19
21 გამოდის
2016, 14 სექტემბერი, 10:19
კიი მართალი ხარ იქ ისევ ორი ნალი ვიგულისხმე
:-))
2016, 14 სექტემბერი, 10:17
წყვილი ნალია 4, ერთი ნალია-2 :)
2016, 14 სექტემბერი, 10:16
41 როგორ მიიღე, გაფიცებ ყველაფერს:)
2016, 14 სექტემბერი, 10:13
ცხენი -10იანი
ნალი-4იანი
წყვილი ჩექმა 2-იანი
1 ჩექმა -იანი
და ჩემი აზრით პასუხი რაოდენ საოცარი დამთხვევაც არ უნდა იყოს 41-ია :-))
2016, 13 სექტემბერი, 22:35
არასწორია,,,21-ია პასუხი.
2016, 13 სექტემბერი, 22:28
ერთი ნალი ვიგულისხმე 4-ად და ერთი ჩექმა2-რად იმიტომ მივიღე 42
2016, 13 სექტემბერი, 22:23
21-ია სწორი პასუხი :)
2016, 13 სექტემბერი, 22:23
ერთი მაინტერესებს, 42 საიდან მიიღე? :დ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10