ფოტოგრაფია ადამიანები და ცხოველები: ცნობილი ფოტოხელოვანის უნიკალური ფოტო-სერია – როდესაც ყველა ზღვარი იშლება... 2017, 26 ივნისი, 9:57 ყველასთვის ცნობილია, რომ ცხოველები და მათი პატრონები, ერთ სახლში, ერთობლივად ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთმანეთს ემსგავსებიან. რა თქმა უნდა, მხოლოდ ხასიათით და ქცევებით. ეს მოსაზრება შენაურ ცხოველებზე ვრცელდება, მაგრამ ფოტომხატვარი ლენეტ ნიუველი (Lennette Newell) თვლის, რომ ყოველ ჩვენგანში რაღაც ცხოველური და ველური არის. მან არტ-კვლევა ჩაატარა და თავის ნაშრომს - «ადამიანები და ცხოველები», გამოფენაც მიუძღვნა, რომლის ნახვა, სან-ფრანცისკოში შეიძლებოდა, სადაც ცხოვრობს და მუშაბს ამ ფოტოსურათების ავტორი. ამ არტ-პროექტის იდეა, ფოტოხელოვანს ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. როდესაც ის პატარა იყო, ძალიან უყვარდა ვეტერინარ მამასთან სამუშაოზე მისვლა და მასთან მიყვანილ ცხოველებზე დაკვირვება. ხალხს ექიმთან როგორც შინაური კატები, ძაღლები და ზაზუნები, ისე სხვადასხვა სახეობის ეკზოტიკური ცხოველები მიჰყავდათ. ლენეტს უსაზღვროდ უყვარდა ცხოველები და უფრო მეტად, მათი ფოტოგრაფირება. სწორედ მაშინ დაიწყო ნორჩმა ფოტოგრაფმა ცხოველებისთვის სურათების გადაღება და მათზე დაკვირვება. დადგა დრო და ის არაერთი პრესტიჟული ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა. რაღაც მომენტში მან პორტრეტების გადაღებაც დაიწყო, მაგრამ გული ისევ ცხოველებისკე მიუწევდა. სწორედ ასე შეიქმნა ფოტოსურათების სერია «Ani-Human» (ადამიანები და ცხოველები). პროექტში ცხოველების ფოტოგრაფირებაში გამოცდილმა ლენეტმა, არა მარტო ცხოველებისადმი თავისი დიდი სიყვარული ჩადო, არამედ მოდის ახალი ტენდენციებიც გამოიყენა და ეს ყველაფერი, დახვეწილი იუმორით წარმოადგინა. შედეგად ძალიან ორიგინალყრი ფოტოკოლექცია გამოვიდა, რომელშიც ცხოველებთან ერთად, საკმაოდ თამამი მოდელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამოსის ნაცვლად, შიშველი სხეულები მხოლოდ საღებავით ჰქონდათ დაფარული. როგორც ფოტოსურათების ავტორი ამბობს, მის სურათებს თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ცხოველები და ადამიანები აშკარად ჰგვანან ერთმანეთს. ყველაფერი კი სიტუაციაზე არის დამოკიდებული და ხშირად, ჩვენდა უნებურად, ვეფხვებს, მაიმუნებს, ლეოპარდებს, გველებს, დათვებს და სპილოებს ვემსგავსებით. ხოლო, ბოდიარტი, შიშველ სხეულზე, მხოლოდ ხაზს უსვამს მსგავსებას ადამიანებსა და ცხოველებს შორის. დღეს ლენეტ ნიუელი ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფ-ანიმალისტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ის გატაცებულია პორტრეტებით, მოდით, სახვითი ხელოვნებით... მისი ნამუშევრების ნახვისას, რომლებზეც ბავშვები, ცხოველები და საერთოდ, ცხოვრება არის ასახულია, ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ, ეს ყველაფერი, გულიდან მოდის.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ცხოველებთან სელფების გადაღების ოსტატი თქვენი აზრით, მონეტა არის დიდი, თუ მანქანა პატარა? «ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის» – როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს სინამდვილეში 15 რეკლამა, რომლის ნახვა მეორედ მოგინდებათ 15 ფოტო ათასობით სიტყვის ნაცვლად. ისტორიული ფოტოები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად მეტყველებენ 523 9-ს მოსწონს
|