x
მეტი
  • 20.08.2024
  • სტატია:136593
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
აღტაცებული მონების ქვეყანა
ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია.მედია და სოციალური ქსელები დუღს შეფასებებით, პროგნოზებით და ექსპერტული განაზრებებით. ყველა ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის სხვებისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის დამტკიცებას მაინც. სხვანაირად ვერ ახერხებენ ადამიანები საზოგადოებად წოდებულ მორევში არსებობას.

არჩევნების უმთავრესი სლოგანია - 8 ოქტომბერს ქვეყანა ან მომავლისკენ და განვითარებისკენ გადადგამს ნაბიჯს, ან სამუდამოდ ჩარცება ჭაობში. ერთი ეგაა, რომ ჭაობსა და განვითარებას შორის, არსად ჩანს სახელმწიფო და მარტოოდენ მკრთალი გეოგრაფიული კონტურები შეინიშნება. ამ გეოგრაფიულ არეალში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტები (ყველა ცალ-ცალკე და ერთად) ქვეყნის მომავალს საკუტარ თავთან აიგივებს, ხოლო ჭაობს კონკურენტებთან. (გაიგივების პროცესში ერთობ ძნელი გასარკვევი ხდება სად გადის ზღვარი ამბიციურობას, არასრულფასოვნებას და და მდარე დემაგოგიას შორის).

ამომრჩევლის წინაშე საარჩევნო მარათონში მონაწილენი ცალსახა არჩევანს აყენებენ - ჩვენ თუ არა, აბა ვინ? მართლაც აბა ვინ? უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სარბიელზე ხომ ერთიდაიგივე ნალექი ფუთფუთებს, ერთიდაიგივე სწორხაზოვანი და პრიმიტიული მიმართებები დომინირებს, ერთუდაიგივე აგრესიულ და არასრულფასოვან პოლიტიკანთა მასა ბოგინებს. იცვლება მხოლოდ ფრაზეოლოგია, დაპირებათა ინტენსიურობა და ფორმა. შინაარსი უცვლელი რჩება, უფრო სწორად, უშინაარსობა ქართული პოლიტიკის მუდმივი მოცემულობაა.

პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო და პოლიტიკური ფილოსოფია ვერ სცდება ფრაზებს - "ამომრჩეველი ბრძენია", "ქართველი ხალხი ბრძენია"! ამ სიბრძნის გამოძახილია კორუფციაში, სისხლში, ციხეებში და არარაობაში ჩამხვრჩალი და გაპარტახებული საქართველო.


ამ სიბრძნის ნაყოფია "ვარდების რევოლუცია" და მთელი შემდგომი პერიოდი დღევანდელი რეალობის ჩათვლით. რეალობის, სადაც სახელმწიფო და სამშობლო არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, რეალობის, სადაც სრულად დეგრადირებული და ატროფირებულია კულტურული სივრცე, სადაც უხეში პროვინციალიზმი და კერპთაყანისმცემლობა თვითდამკვიდრების აუცილებელი პირობაა.

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ამომრჩევლის "სიბრძნის" პირდაპირპროპორციული იქნება.არჩევნების შემდეგ კი, არც ამომრჩეველი გაქრება სადმე და არც მის სიბრძნეს დააკლდება რამე...

და რას შეცვლის არჩევნები?!....image

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:Levan Robakidze
Levan Robakidze
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0