x
image
-გიჟი
ვიპოვოთ საკუთარი სტილი (ქალბატონებისთვის)
image

უამრავი სტილი არსებობს. თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებითაა გამოკვეთილი. მოდით, გავეცნოთ მათ და ავირჩიოთ ფავორიტი:

1. Casual style

ე.წ. "ქეჟუალ" სტილი, რომელიც ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია. მოიცავს ყოველდღიურ სამოსს. იგივე თავისუფალი სტილი. ხშირადაა გაერთიანებული კლასიკური და სპორტული სამოსი. ეს ის მიმდევრობაა, რომლითაც ყველგან მოახერხებთ წასვლას


imageimageimageimage2.Hipster stile

ჩემი ფავორიტი სტილი. აერთიანებს ნახევრად თინეიჯერულ-კლასიკურ ტანისამოსს.

მისი მიმდევრები ხშირად იცვამენ შორტებს ან ქვედაბოლოს კარდიგანთან, პერანგთან ან ჯინსის ჟილეტთან ერთად

image
image
imageimage3. Boho style

კიდევ ერთი ფავორიტი. მეამბოხე, ორიგინალური სტილი. მოიცავს ორნამენტებით გაწყობილ/მაქმანებიან სამოსს
image


imageimageimage4.Hippie style

მისის უდიდებულესობა ჰიპი, რომელიც ძალზე წააგავს "ბოჰო"-ს, გამოირჩევა ჭრელაჭრულა, თავისუფალი სამოსით

image
imageimage5. sporty style

რაღა თქმა უნდა სპორტული ტანსაცმელი: კედები, კაპიუშონიანი მაისურები, კეპიანი ქუდები და სამოსი ცნობილი სპორტული ბრენდების ლოგოებით

imageimageimage6.Emo style

თინეიჯერული სტილი. გამოირჩევა მუქი ფერებით ( შავ ფერზე ვგიჟდები, მაგრამ ასე არ ვიცვამ :))

imageimageimage7. Classic style

კლასიკური, დახვეწილი სტილი, რომლის კომბინირებაც ნებისმიერ სხვა სტილთან შეგიძლიათ. თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ სამოსის არჩევაში, კლასიკური სტილი ყოველთვის კარგი გამოსავალი იქნება

imageimageimageimage




2
231
7-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
231
  
2016, 10 სექტემბერი, 14:29
დიიდი მადლობა ;) 2-3 კი ჩემი
2016, 10 სექტემბერი, 14:25
საინტერესო სტატიაა!!! მე-7 ჩემია :)
0 1 2