დაემშვიდობეთ ლაქებს, ნაოჭებს და ჭორფლებს, მხოლოდ ერთი ჯადოსნური ინგრედიენტით, რომელიც ყველას გაქვთ სამზარეულოში
პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და ჭორფლები დიდი და უსიამოვნო პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებისთვის. არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება - კრემები ლოსიონები... რომლებიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ პრობლემას, მაგრამ მათი შეძენა ძალიან ძვირი ჯდება, თანაც ისინი შეიცავენ ბევრ ქიმიკატს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი კანი.
ქვემოთ მე წარმოგიდგენთ სახლში დამზადებულ ოხრახუშის კრემს, რომელიც მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით. ის ხელს უწყობს, რომ თქვენს სახეს დაუბრუნოთ ძველებური სილამაზე და ბზინვარება.
ოხრახუშს აქვს სასიამოვნო სუნი, ტკბილი გემო. შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინ A-ს, ვიტამინებს B1, B2, PP, C. მას გამოიყენებენ კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში და ა.შ. გარდა გარეგანი გამოყენებისა, ოხრახუში ხალხურ კოსმეკტიკაშიც საკმაოდ ცნობილი ნივთიერებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მას კანის რეგენერაციული ეფექტი აქვს.
ოხრახუშის კრემის დამზადება ძალიან მარტივია, მისი გამოყენების შემდეგ კი შედეგი საოცარი იქნება.
თქვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგჭირდებათ ეს ინგრედიენტები:
* ორი სუფრის კოვზი დაჭრილი ან დაბლენდერებული ოხრახუში
* ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
* 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
ჩაყარეთ ოხრახუში წყალში და დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააციეთ. კარგად დაჭყლიტეთ მასა და დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ დახურულ ჭურჭელში. მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 5-6 დღით.
გამოყენების წესი:
საუკეთესო შედეგისთვის კრემი დღეში ორჯერ უნდა გამოიყენოთ - დილით და საღამოს. წაისვით ის სასურველ ადგილებში ბამბით, კარგად შეიზილეთ კანში და ნელ-თბილის წყლით ჩამოიბანეთ. ლოსიონი ავიწროვებს ფორებს და წმენდს კანის სიღრმეებს.