x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტომატი, პომიდვრის საწებელი და მოთუშული პომიდორი, ზამთარში გემრიელი კერძების მოსამზადებლად – ეხლა სწორედ კარგი დროა, ყოველივე ამის გასაკეთებლად

ტომატი და საწებელი – ორი ერთში


image

image

ამ რეცეპტით ძალიან გემრიელი ტომატი მზადდება. ცოტა რთული მოსამზადებელია, მაგრამ არც იმდენად, რომ მის მომზადებაზე უარი ვთქვათ. ეს ტომატი შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ, წითელი ბილგარული წიწაკა კარგად რომ შემოვა (ქართული წიწაკა და არა უცხოური).

image

ტომატის მოსამზადებლად შემდეგი ჭურჭელი დაგჭირდებათ:

image1. ემალირებული ქვაბი (დიდი);
2. ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;
3. თუშფალანგი (ნახვრეტებიანი ჯამი), ალუმინის ან ემალირებული;
4. ემალირებული ვედრო;
5. ოთხკუთხედი კოვზე, ან ქაფქირი, რომ ქვაბის ძირზე კარგად მოუსვათ;
6. რეზინის ხელთათმანები.
imageმასალა:

imageშენიშვნა: ქვემოთ მოცემული მასალით, 20-25 ლ. ტომატი გამოდის. თქვენ შეგიძლიათ პროპორციულად შეამციროთ ან გაადიდოთ მასალის რაოდენობა.
1. პომიდორი - 30 კგ.
2. წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ. (დაგჭირდებათ პროცესის დაწყებიდან, 2-3 დღის შემდეგ);
3. ნიორი, დაფქული მწარე წიწაკა, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი და მარილი - გემოვნებით.
imageმომზადება:

image1. გარეცხეთ პომიდორი, შუაზე გაჭერით, ამოაჭერით ყუნწის მიმაგრების ადგილი და ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში. ჩაჭრილი პომიდორი იმდენი უნდა იყოს, რომ ქვაბში მჭიდროდ იყოს მოთავსებული. დაახურეთ სახურავი.
2. 2-3 დღის შემდეგ, პომისორი თეთრ ნადებს გაიკეთებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტომატის კეთების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

შენიშვნა: აქ დასახელებულ დღეების რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლებელია თეთრი ნადები უფრო ადრეც გაუჩნდეს. ყველაფერი ჰაერის ტემპერატურაზე და პომიდორზე არის დამოკიდებული. ამიტომ, ხშირ-ხშირად ჩაიხედეთ ქვაბში.
3. ხელით გააკეთეთ ღრმული ქვაბის მთელ სიგრძეზე. ღრმულში პომიდვრიდან გამოყოფილი სითხე დაიწყებს დაგროვებას. ეს სითხე ამოიღეთ ჭიქით და გადაღვარეთ.
4. თუშფალანგი დადეთ ემალირებულ ვედროზე და ქვაბში დარჩენილი პომიდორი გახეხეთ, იქამდე ვიდრე თუშფალანგში პომიდვრის კანი არ დარჩება.
5. გახეხილი მასა ჩაასხით ალუმინის ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გასქელებამდე, თან დროდადრო ურიეთ, ძირიდან ზემოთკე. მორევისას, ქვაბს ძირი კარგად მოუფხიკეთ, რომ არ მიიწვას.
6. პომიდვრის დუღილის პარალელურად, უნდა გარეცხოთ ბულგარული წიწაკა, გაიკეთოთ სქელი რეზინის ხელთათმანები და გაასუფთაოთ წიწაკა (მოაცილეთ ყუნწები და შიგთავსი). გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და უკვე შესქელებული პომიდვრის მასას დაუმატეთ. კარგად ამოურიეთ.
შენიშვნა: პომიდვრის მასის გასქელებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და მანქანაში გატარებული წიწაკა მეორე დღეს დაუმატოთ. წიწაკა შეგიძლიათ ცივ პომიდვრის მასას შეურიოთ ან აადუღოთ და შემდეგ შეურიოთ.
7. წიწაკის დამატების შემდეგ, მასა გათხელდება. ადუღეთ მანამდე, სანამ ქვაბში მოთავსებული მასა ისევ არ შესქელდება (დროდადრო მორევა არ დაგავიწყდეთ).
8. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი (დაახლოებით, 0, 5 კგ-ს ფარგლებში), სანელებლები და მარილი.
9. ადუღეთ 20 წუთი.
10. როდესაც ტომატი მზად იქნება, ცეცხლი არ გათიშოთ, ისე ჩაასხით ქილებში.
ქილა ტომატის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, ქილა რომ არ გასკდეს. ამის შემდეგ, ჩაასხით და თუნუქის სახურავი დაახურეთ.
11. მოხუფვა მას შემდეგ დაიწყეთ, ტომატის მასას რომ გაანაწილებთ ქილებში. პირველად ის ქილა მოხუფეთ, რომელშიც პირველად ჩაასხით ტომატი.
image

დაკონსერვებული პომიდორი, ზამთარში გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად


image

image

ამ რეცეპტით მომზადებული პომიდორი გამოიყენება თევზის და ხორცის ჩახოხბილი კერძების მოსამზადებლად. რეცეპტი რაღაცით ტომატის რეცეპტს წააგავს, მაგრამ ტომატი არ არის. კერძის მომზადების დროს, ეს ჩახოხბილი, ცოცხალი პომიდვრის მაგივრობას წევს.
ქვემოთ მოცემული მასალით, 23-25 ლ. პომიდვრის ჩახოხბილი გამოდის. შეგიძლიათ მასალა პროპორციულად შეამციროთ ან გაზარდოთ.
imageმასალა:
imageპომიდორი - 30 კგ.
წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ.
ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში)
დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
imageმომზადება:
image1. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი ან დააბლენდერეთ > მოათავსეთ ალუმინის ქვაბში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს).
პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება.
image

2. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ სქელი რეზინის ხელთათმანები).
3. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. ამის შემდეგ, მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.
4. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.
5. შენელების შემდეგ, ადუღეთ 10-15 წუთი.
6. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში > ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, ქილა რომ არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მთლიანად გაანაწილებთ ჩახოხბილს ქილებში, მოხუფეთ (მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც მასა პირველად ჩაასხით).

3
3348
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3348
  
2016, 11 სექტემბერი, 23:51
არა, რა საიდუმლო ლალი, ყველაზე მარტივი მეთოდით ვაკეთებ და თან გემრიელი გამოდის, :))
2016, 11 სექტემბერი, 17:34
რეცეპტი გამოაქვეყნე, საქმეს რომ მორჩები, თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის :)
2016, 9 სექტემბერი, 21:45
ზუსტად ამ დღეში ვარ დღეს და ხვალეც ასე ვიქნები ლალი და საწებელს, სწორედ ამ ინგრედიენტებით, ოღონდ სხვანაირი რეცეპტით ვაკეთებ :)
0 1 3