მუსიკა დუსტი,კეთილი დღე მეგობრებო, იდიოტები ტექნიკის სახლიდან ანუ ჯგუფი დდტ.. 2012, 5 ივნისი, 22:31 რამდენიმე დღის წინ თბილისს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი დდტ ეწვია.. თბილისში მათმა გამოსვლამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, თუმცა დღეს მე მინდა მოგიყვეთ ამ ჯგუფის წარმოშობის მოკლე ისტორია რომელიც იმედი მაქვს დაგაინტერესებთ.
მოკლედ დდტ ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული როკ-ჯგუფი, რომელიც 1980 წელს შეიქმა. ჯგუფის სახელწოდება ძალიან ბევრნაირად იშიფრება და ეს გაშიფრები მე სათაურში უკვე დავწერე ამიტომ აღარ გავჩერდები( რა თქმა უნდა სათაური რუსულად უნდა თარგმნოთ)
ჯგუფი იური შევჩუკმა შექმნა და ის ერთადერთი უცვლელი წევრია ამ ჯგუფის. 1980 წელსვლე ჯგუფმა პირველი 7 სიმღერა ჩაწერა რომლებიც შევიდნენ მათ პირველ ალბომში.
1982 წელს "კომსოლსკაია პრავდამ" გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის და გამარჯვებულს სიმღერის ჩაწერა ერგებოდა საჩუქრად ამ კონკურსში დდტ-მაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
ამის შემდეგ გახდა ჯგუფი პოპულარული და დაიწყო კიდეც კონცერტების ჩატარება. 1992 წელს კი ჯგუფი უშვებს ალბომს სახელად " актриса весна". ამ ალბომში შესული სიმღერები კი მთელ რუსეთში პოპულარული ხდება. 1993 წლის 27 მარტს დდტ-მ ჩაატარა კონცერტი სტადიონზე რომელზედაც დაახლოებით 120 000 ადამიანი მივიდა. 1994 წელს დდტ უშვებს მეორე ალბოს სახელწოდებით "ето все" 1995 წელს დდტ ატარებს დაახლოებით 50 კონცერტს რუსული კარისკაცებისთვის. მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო და ძაან არ დავკონკრეტდე, ამ კონცერტების შემდეგ პოპულარულობა ჯგუფს სულ უფრო და უფრო ემატებოდა 2010 წლამდე, 2010 წლის შემდეგ კი დდტ-ს ახალი სიმღერა არ დაუწერია და ალბომიც არ გამოუშვია. მგონი არ არსებობს ადამიანი რომელიც არ დამეთანხმება იმაში რომ ამ ჯგუფის სიმღერები საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია. ხოდა აი რამდენიმეც :) 39 2-ს მოსწონს
|