x
რობერტ სტენბერგის სიყვარულის სამკომპონენტიანი თეორია

imageროგორ ირჩევს ადაიანი პარტნიორს? პარტნიორის შერჩევისას
უნდა გავითვალისწინოთ-ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ანატომიური, ზნეობრივი და კულტურული ფაქტორები.ასევე
მნშვნელოვანია დაბადების ადგილი, როგორ ოჯახსში გაიზარდა და რელიგია.ყოველივე ამის მიხედვით
ჩამოყალიბდა უამრავი თეორია თუ რის მიხედვით, რომელი კომპონენტების უპირატესობით ირჩევს
ადამიანი პარტნიორს.რობერტ სტენბერბი მიიჩნევდა, რომ სიყვარულის 3 შემადგენელი

ნაწილი
აქვს: ინტიმურობა, ვნება, ვალდებულება.ავტორის
აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენეტს, ან
ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს.მისი არით ეს განსხვავებული შესაძლებლობები
საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარულის შვიდი განსხვავებული ტიპი.სტენბერგის მიხედვით
ეს ბზისური 3 კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს: ინტიმურობა-სიახლოვე რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.ადამანებს აქვთ საერთო
ინტერესები, უზიარებენ ერთმაენთს აზრდებს, გრძნობებს, ემოციებს, მხარში უდგანან ერთმანეთს, სიამოვნებთ
ერთმანეთთან ურთიერთობა. ვნება-ეს არის
ფიზიკური ლტოლვა რომლსაც მივყავართ სექსულაურ ურთერთობამდე.თუმცა სექსუალური მოთოვნილებების
გარდა ვნებას შეიძლება იწვევდეს სხვა ტიპის მოთხოვნილეებიც.მაგალითად, თვითპატივისსცემის
მოთხოვნილება, ვინმესადმი კუთვნილების მოთხოვნილება, რთულ სიტუაციაში მხარდაჭერის მოთხოვნილება.ზოგჯერ
სიახლოვე იწვევს ვნებას, ზოგჯერ კი ვნებას მოსდევს სიახლოვე.ვალდებულება-ეს კომპონენტი შეიცავს ხანმოკლედ ა ხანგრდძლივ ასპექტს.ხანმოკლე
ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს უყვარს მეორე:ხოლო ხანგრძლივი
კი ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტის კომბინაციით სტენბერგი
გამოყოფს 7 სახის სიყვარულს:


1.მოწონება-რომელიც
შეიცავს მხოლოდ ინტიურობას(მეგობრობა ვნების ან ვადებულების გარეშე).

2.რომნტიკული
სიყვარული-შეიცავს ინტიმურობას და ვნებას(ინდივიდები ფიზიკურად და ემოციურად იზიდავენ
ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

3.მეგობრული
სიყვარული-შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს(ხანგრძლივი ვალდებულება-მეგობრობა, როგორიცაა
ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალებულია).

4.ძლიერი გატაცება-შეიცვს
ვნაბას(ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).

5.მოგონილი
სიყვარული-შეიცავს ვნებას და ვალდებულებას.ვალდებულება ემყარება ვნებას, მაგრამ
ხანგრძლივი ასპექტის და სიახლოვის გარეშე).

6.ცარიელი სიყვარული-შეიცავს
მხოლოდ ვალდებულებას ინტიმურობის და ვნების გარეშე.ვალდებულება გრძელდება ინერიით.


7.სრულყოფილი
სიყვარული-შეიცავს სამივე კომპონენტს-ინტიმურობას ვნებას და ვალდებულებას.


0
236
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0