x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მაჩვენე შენი გულაობა და გეტყვი ვინ ხარ შენ- ნინო ლაბარტყავას მორიგი პოსტი

მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ყველაფერს საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ facebook-ის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის საჯარო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. მორიგ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული სტუმრად "ნანუკას შოუში", სადაც თემად იყო "სექსი" და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა, რომ საჯარო სექსი- ამორალობაა.


image

მას შემდეგ ამ დრომდე არ ცხრება ნინოს მხრიდან აზრებისა და პოზიციების დაფიქსირება თუ უბრალოდ სახალისო ამბების გასაჯაროვება. საათებს ითვლის პოსტი, რომელიც მან "პოზიტიური განწყობისთვის"კვლავ დადო საკუთარი facebook-ის გვერდზე და მინდა უცვლელად შემოგთავაზოდ.



წეღან ქუჩაში ასეთი წარწერა ვნახე:
"მაჩვენე შენი გულაობა და გეტყვი, ვინ ხარ შენ".
ამ გამოთქმის მიხედვით, მე ვარ 35–37 წლის მაღალი, შავგვრემანი, სიმპატიური უღიპო მამაკაცი; მიყვარს შავი ფერი და მყავს X5 (შავი ფერის, რა თქმა უნდა). ხანდახან დავდივარ წითელზე, მაგრამ არ ვიმჩნევ; მყავს შეყვარებული, რომელთანაც სექსი არ მაქვს და მყავს მეორე "შეყვარებულიც", რომელთანაც ყველაფერ იმას ვკადრულობ, რასაც ჩემს შეყვარებულს არ ვაკადრებ; შესაძლოა, მყავს შვილი, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი; განსაკუთრებით მიყვარს კლუბური მუსიკა, მაგრამ კლუბებში არ დავდივარ, მეზარება; ვერ ვიტან გეებს, მაგათი დდშვც :3 შარიანი არ ვარ, მარა ვინმემ მხარი რო გამკრას ქუჩაში დღეს დავუღამებ; მაქვს ერთი გაფორმებული იარაღი, მეორე – წიომნად; ვსვავ ცოტას, მაგრამ კაცურად; არ მიყვარს ღალატი – არც შეყვარებულის, არც სამშობლოსი და ა.შ. მარა ახლა შეყვარებულს იმიტო ვღალატობ, რო ფიზიოლოგიაა, ტო და რახან ქორწინებამდე არაო, სხვა რა გზა მაქვს; არ ვუსმენ რუსულ შანსონებს და ნინოჩხეიძეებს; მიყვარს მთა დასასვენებლად, ზღვა–საგულაოდ; შარდენზე არ დავდივარ, ვიღაცების უკანალიდან ამოშვერილი პეროები მაღიზიანებენ; ფულს ვხარჯავ იმდენს, რამდენიც მაქვს და არასდროს ვწუწუნებ; პოლიტიკაში ვერკვევი და სააკაშვილის @@@@@@;
ეს მოკლედ.
რავიცი, ამ გამოთქმის მიხედვით, ქართველი ვაჟკაცი ვარ, მაგრამ ჯიგარი ქართველი ვაჟკაცი"- წერს ნინო.
image

2
592
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
592
  
2016, 6 სექტემბერი, 14:57
ამ ქერჩის ტარანს ბოლო-ბოლო რა უნდა? :)))
2016, 4 სექტემბერი, 14:01
ჯიგარი ქართველი ვაჟკაცი კი არა, დიდი ქართველი შიბლა ხარ, წითელზე გადადის, აღვირახსნილია და რაღაც გონია თავი.
0 1 2