x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კოქტეილი – საკვების ნაცვლად

image


პროგრამისტმა აშშ-დან, რომელიც დაიღალა თავისი დროისა და ენერგიის კვების პროდუქტების შეძენაზე და სამზარეულოში ტრიალზე ხარჯვით, შექმნა კოკტეილი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას ადამიანის არსებობისთვის.
რობ რაინჰარტმა (Rob Rhinehart), 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქ. ატლანტიდან შექმნა სასმელი – «ყველაფერი ერთში», რომელიც მას უზრუნველყოფს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებით.
როგორც თავად გამომგონებელი ამბობს, სასმელს ძალიან კარგი გემო აქვს და მისი მოხმარების 6 კვირის მანძილზე, არ მოსწყინდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კოკტეილში ყველაფერია, რაც დაბალანსებული კვებისთვის არის საჭირო, ის მხოლოდ 500 კალორიას შეიცავს.
ამ სასმელის შექმნა რობიმ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი მეგობარი, რომელმაც წონაში დაიკლო და იმდენად დასუსტდა, რომ სადილს ვეღარ ამზადებდა, საავადმყოფოში მოხვდა. გარდა ამისა, მან მიზნად დაისახა, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად ეცხოვრა, მაგრამ ჯანმრთელი ყოფილიყო.


image


«მე დავიწყე ბიოლოგიის წიგნების კითხვა და იმაზე დავფიქრდი, რომ შესაძლებელია ჩვენი უჯრედებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, საკვებ ნივთიერებას სტაფილოდან მივიღებთ თუ ფხვნილიდან». მისი კოკტეილი, რომელსაც მან Soylent დაარქვა, შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
ცხიმად ის ზეითუნის ზეთს და თევზის ქონს იყენებს, ხოლო ნახშირწყლებად – ოლიგოსახარიდებს, რომლის ათვისებაზე ორგანიზმს უფრო დიდ დრო ესაჭიროება, ვიდრე ფრუქტოზას და შაქრის ათვისებაზე. სამაგიეროდ, უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძნობს ადამიანი თავს მხნედ და ენერგიულად. გარდა ამისა, სასმელში დამატებულია ანტიოქსიდანტები და პრობიოტიკები.

«საკვები ჩემთვის ისევეა — როგორც დასვენება, როგორც კინოში წასვლა, მაგრამ მე არა მაქვს დღეში 3-ჯერ კინოში წასვლის სურვილი» — ამბობს რაინჰარტი. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებამ დღეში რამდენიმე საათის და თვეში ასობით დოლარის ეკონომია მომცა. თუ ადრე მას პროდუქტების შეძენაზე 220 დოლარი, ხოლო გარეთ კვებაზე 250 დოლარი ეხარჯებოდა, ამჟამად ის მხოლოდ 50 დოლარს ხარჯავს.
რობ რაინჰარტი ფიქრობს, რომ მის მიერ შექმნილ კოკტეილს, მსოფლიოში არსებული ორი მნიშვნელოვანო პრობლემის მოგვარება შეიძლება:

I. მისი დახმარებით ნებისმიერი შეძლებს ზედმეტი წონის დამარცხებას.

II. კოქტეილი იმდენად იაფი ჯდება, რომ ყველას «დაპურება» შეიძლება იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი შიმშილობს.


კოქტეილის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:


image


ნახშირწყლები (200 გრ.), ცილები (50 გრ.), ცხიმები (65 გრ.), ნატრიუმი (2, 4 გრ.), კალიუმი (3, 5 გრ.), ქლორი (3.4 გრ.), ცელულოზა (5 გრ.), კალციუმი (1 გრ.), რკინა (18 გრ.), იოდი (150 მკგრ.), მაგნიუმი (400 მგრ.), თუთია (15 მგრ.), სელენიუმი (70 მკგრ.), სპილენძი (2 მგრ.), მანგანუმი (2 მგრ.), ქრომი (120 მკგრ.), მოლიბდენი (75 მკგრ.), ვიტამინი А (5000 МЕ*), ვიტამინი В6 (2 მგრ.), ვიტამინი В12 (6 მკგრ.), ვიტამინი С (60 მგრ.), ვიტამინი D (400 МЕ), ვიტამინი Е (30 МЕ), ვიტამინი К (80 მკგრ.), ტიამინი (1, 5 მგრ.), რიბოფლავინი (1, 7 მგრ.), ნიკოტინმჟავა (20 მგრ.), ფოლიუმის მჟავა (400 მკგრ.), ბიოტინი (300 მკგრ.), პანტოთენის მჟავა (10 მგრ.). პლიუს დამატებით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ინგრედიენტები: ლიკოპინი (500 მკგრ.), ომეგა-3 ცხიმმჟავები (750 მგრ.), ჟენშენი (50 მკგრ.), გინკო ბილობა (100 მკგრ.), ლუთეინი (500 მკგრ.), ალფა-კაროტინი (140 მკგრ.), ვანდი (100 მკგრ.).

image

МЕ* – ზომის საერთაშორისო ერთეული ფარმაკოლოგიაში

0
134
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0