საზოგადოებრივი ინსომნია 2016, 2 სექტემბერი, 20:26 ![]() სტატისტიკური მონაცემებით მოზარდთა 30-35%-ს აწუხებს ინსომნია. ის ყველაზე მეტად გავრცელებულია უფროს მოზარდებში, ქალებში, სტრესის მქონე ადამანიებში და გარკვეული სამედიცინო და ფსიქიკური პრობლემების, როგორიცაა დეპრესია, მქონე ინდივიდებში. პერიოდულობის, ძილის ხანგრძლივობისა და დღიური სიმპტომების მიხედვით გამოჰყოფენ 3 ტიპის ინსომნიას: 1) დროებითი ინსომნია - გრძელდება 1 კვირაზე ნაკლებს; 2) მოკლევადიანი ინსომნია- გრძელდება 1-დან 3 კვირის განმავლობაში და გვხვდება 15-20%-თან. 3) ქრონიკული ინსომნია- თავს იჩენს კვირაში მინიმუმ 3-ჯერ და გრძელდება სულ ცოტა 3 თვის განმავლობაში, აღენიშნება 10%-ს. მოკლევადიანი ინსომნიის მიზეზებია: ცხოვრებისეული სტრესი (მაგ: სამსახურის დაკარგვა ან მისი შეცვლა, განქორწინება, ახლობლის დაკარგვა); ავადმყოფობა; ემოციური ან ფიზიკური პრობლემები; გარემო ფაქტორები, როგორიცაა: ხმაური, განათება, ექსტრემალური ტემპერატურა ( უკიდურესი სიცივე ან სიცხე), რომლებიც ხელს უშლიან დაძინებას; ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც იყენებენ გაციებისას, ასთმის საწინააღმდეგოდ, დეპრესიისას, წნევის დასარეგულირებლად; ჩვეული ძილის რეჟიმის რღვევა ( მაგ: Jet Lag). ![]() ქრონიკული ინსომნიის მიზეზებია: დეპრესია ან შფოთვა; ქრონიკული სტრესი; ტკივილი ან დისკომფორტი ღამით. ინსომნიის ტიპებიდან ასევე ასხვავებენ: პირველად ( ინსომნია, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან ) და მეორად იგივე კომორბიდულ ინსომნიას (რომელიც თანაარსებობს სამედიცინო თუ ფსიქიატრიულ დაავადებებთან ( მაგ: ასთმა, ართრიტი, გულძმარვა, დეპრესია და ა.შ.). ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც დეპრესიამ, შფოთვამ და სხვა ფსიქიკურმა აშლილობებმა, მედიკამენტებმა, ანტიდეპრესანტებმა და სტმულატორებმა, ასევე არასწორი ცხოვრების წესმა და ძილის რეჟიმმაც. აღსანიშნავია, რომ ყველას, ვისაც უჭირს დაძინება ან ღამით ცუდად სძინავს, არ აქვს ინსომნია. სიმპტომატიკა სხვადასხვა ადამიანთან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ძირითადად იგი გამოიხატება შემდეგნაირად: დაღლილობა; ყურადღების, კონცენტრაციისა და მახსოვრობის პრობლემები; მოწყენილობა და გაღიზიანება; დღის განმავლობაში ძილიანობა; იმპულსულობა და აგრესია; ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა; ხშირი შეცდომები; ძილთან დაკავშირებული შფოთვა და ფრუსტრაცია. ინსომნიის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიაა(CBTI), რომელიც ეხმარება პაციენტს ისწავლოს ახალი სტრატეგიები უკეთ დასაძინებლად. იგი მოიცავს სტრესის შემცირების ტექნიკებს, რელაქსაციასა და ძილის რეჟიმის მართვას, ეხმარება მათ ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დაძლიონ აგზნებულობა და დააკავშირონ საძინებელი ოთახი დადებით ემოციებთან. ინსომნიის მკურნაობა ასევე შესაძლებელია მედიკამენტებით (სპეციალური საძილე აბებით), რომელთა მიღების შედეგად მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, თუმცა შეიძლება გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს. მისი მიღება ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია. 293 შეფასება არ არის
|