პროზა პაულო კოელიო - 11 წუთი ( ამონარიდები ) 2016, 1 სექტემბერი, 23:43 "11 წუთი" ცნობილი ბრაზილიელი მწერლის - პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელელრია. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი არის ზღაპარი, რომელსაც არ ჰყავს ზღაპრული პერსონაჟები... ეს არის ზღაპარი მეძავზე, რომელსაც არ დაუკარგავს ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედი...
“მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული'' - ასე იწყებს ავტორი თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნს, “11 წუთს''.
გთავაზობთ ამონარიდებს ამ ძალზედ საინტერესო წიგნიდან და თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ. ![]() * იმათი დაკარგვა, ვინც მყვარებია ადრე გულს მტკენდა. ახლა დარწმუნებული ვარ: ვერავინ ვერავის დაკარგავს, იმიტომ, რომ არავინ არავის არ ეკუთვნის. აი, ჭეშმარიტი თავისუფლება — გქონდეს ის, რაც შენთვის ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ არ ფლობდე მას. ![]() ![]() * როცა ვინმეს რამეს ასწავლი, რაღაცას შენც სწავლობ. * საკუთარი თავი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ შეიცნო, რაც აღმოაჩენ მისი შესაძლებლობების ზღვარს“ * ტკივილი არ არსებობს. არის მხოლოდ ის, რაც იდუმალ სიამოვნებად გადაიქცევა. ![]() * ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია. მთელი დღეების, კვირების, თვეების, წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია, მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. 261 7-ს მოსწონს 1-ს არა
|