x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ატყუებენ ექიმები მშობლებს- ყველამ წაიკითხეთ
ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელდა წითელასა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემია, რომელთაგან თავის დასაღწევად ტარდებოდა ვაქცინაცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცით, რომ შედეგი დასრულდება ფატალურად. პატივცემულო მშობლებო, მრავალი წლის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ და ისინი(ექიმები), ვინც ფიქრობთ, რომ ზრუნავდნენ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე, სინამდვილეში ცრუოდნენ. ისინი ასევე გვეუბნებიან, რომ- ჩუტყვავილა მარტივად გადაიტანება; გრიპი და ყივანახველა საშიში არ არის და ამ დაავადებების ფონზე ვაქცინა გამოსავალი არ არის, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია.


დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ვაქცინაციით ყოველწლიურად 3 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს შველიან, თუმცა 2 მილიონი მაინც იღუპება. მრავალი დეტალური ტესტირება ტარდება ვაქცინაზე, ვიდრე სხვა რომელიმე წამალზე. მაგალითად, პნევმოკოკური ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოსცადეს 37, 868 ბავშვზე, თუმცა მის გვერდით მოვლენებზე ექიმები არ საუბრობენ.


ისინი ასევე ამბობენ, რომ წითელა, ყბაყურა და წითურას ვაქცინამ შესაძლოა აუტიზმი გამოიწვიოს, თუმცა ესეც სიცრუეა, რადგან მრავალი კვლევა ჩატარდა ჩამოთვილთა ვქაცინაციის დროს და არცერთი შედეგი აუტიზმით არ გამოვლენილა. ასევე "თიმეროსალი", რომელსაც შეიცავს ვაქცინა, იწვევს აუტიზმს, თუმცა ესეც ტყუილია, რადგან 2001 წლიდან ის არცერთ ვაქცინაში არ აღმოჩენილა.


იგივეს ამბობენ ალუმინზე, რომელიც ემატება ვაქცინას იმისათვის, რომ გააუმჯობესოს იმუნური სისტემა, თუმცა ესეც ტყუილია, როგორ ავნებს ალუმინი ბავშვის ჯანმრთელობას, რომელსაც დედის რძიდან გაცილებით მეტი რაოდენობით იღებს, ვიდრე ვაქცინით?




ეს ის მცირე, ყველაზე ცრუ ჩამონათვალია აცრებთან დაკავშირებით, რომელთაგან არასწორი ინფორმაციის გამო, მშობლები შვილების აცრით თავს იკავებენ, არადა ვაქცინა აუცილებელია. მხოლოდ შვილის იმუნურ სისტემას ვერ ვანდობთ დაავადებებთან გამკლავების საკითხს, რადგან ამით ძალიან ვვნებთ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი შვილების ჯანმრთელობას (გადადების თვალსაზრისით).


image


ეხლა კი მინდა გამცნოდ ასევე აქტივისტების შედეგები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვაქცინებს. სინამდვილეში, მათი პროტესტისდა მიუხედავად, ბევრ მათგანს გულის სიღრმეში სჯერა, რომ საწინააღმდეგოს აკეთებს და ეშინიათ კიდეც მოსალოდნელი ცუდი შედეგების, მეორეს მხრივ კი დიდ რეკლამას უწევენ ფარმაცევტული კომპანიების პრეპარატებს, რომლებიც ვაქცინაზე უსაფრთხო და სასარგებლოა მათი განცხადებით.


მე კი მხოლოდ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია- ყველას გვაქვს გონება, რომ უკეთ გავნათლდეთ ამ საკითხში, მოვიძიოთ და გავერკვეთ რა უკეთესია. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს ჩვენი იმუნური სისტემა, გავერკვეთ დაავადებების გამომწვევ მიზეზებში, რათა თავიდან ავიცილოდ ისინი. ასევე, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, სადაც გარკვევით გაიგებთ თუ როდიდან შეიქმნა ვაქცინა და რა უპირატესობა და დადებითი მხარეები აქვს მას. აუცილებლად წაიკითხეთ Andrew Wakefield-ის ნაშრომი, სადაც ის წერს, რომ ვაქცინა წითელა, ყბაყურა და ჩუტყვავილას წინააღმდეგ იწვევს აუტიზმს, სწორედ ამის გამო ჩამოერთვა მას სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, რათა გამოაქვეყნა და დანერგა ცრუ პანიკა, რისი ტირჟირებაც სწრაფად მოხდა მსოფლიოს მასშტაბით.


სწორი ინფორმაციების ცოდნა თქვენს ხელთაა, უბრალოდ მოიძიეთ ისინი და დამერწმუნეთ, მას შემდეგ, ვაქცინის შედეგი კი არა, ის შეგაშინებთ, რომ დროულად არ აცერით თქვენი შვილი.




P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს.


0
847
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0