თეატრი «ხელოვნების გამო» ჩადენილი უამრავი დანაშაული 2016, 2 სექტემბერი, 10:35 ინგლისში, ელიზაბედ I ეპოქა (რომელსაც ხშირად შექსპირის ეპოქასაც უწოდებენ) ცნობილია, როგორც თეატრალური ხელოვნების აყვავების ხანა. იმ დროს (XVI – XVII სს.), თეატრალურ დასებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ხოლო ქალების როლებს –ბიჭები თამაშობდნენ. თუმცა, უახლოეს წარსულამდე, არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ სად ნახულობდნენ ამ ბიჭებს და როგორ ხვდებოდნენ ისინი სცენაზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ქმედება სავსებით ლეგალური იყო. თავად ელიზაბედ I მოაწერა ხელი კანონს, რომლის თანახმად, «ხელოვნების გამო», შეიძლებოდა ოჯახისთვის ბავშვის წართმევა და მისი უმოწყალოდ ცემა, თუ ის ურჩობას გამოიჩენდა და თეატრის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მშობლებს ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი რამ – ბედთან შეგუება შეეძლოთ. არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმად, 1600 წელს 13-წლის თომას კლიფტონს «ხელი სტაცეს და წაიყვანეს». მომხდარით შეწუხებულმა მამამ ყველა გზას მიმართა – თეარტში დადიოდა და მის ხელმძღვანელობას შვილის დაბრუნებას სთხოვდა, იყო სასამართლოშიც, მაგრამ ყველგან ერთ პასუხს აძლევდნენ: მისი შვილი ან ბეჯითად ისწავლიდა თავის როლს და სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებდა, ან მას უმოწყალოდ გაწკეპლავდნენ. უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, თეატრის მფლობელები ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, რომ ნებისმიერი ოჯახიდან, ნებისმიერი ბავშვის წამოყვანა შეეძლოთ, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახის შვილი ყოფილიყო. 550 9-ს მოსწონს
|