შოუბიზნესი რიანას და დრეიკის კოცნა, ბრიტნი სპირსის შოუ და MTV VMA 2016 - ის სხვა ნათელი მომენტები 2016, 30 აგვისტო, 9:27 ორი დღის წინ ნიუ-იორკში გაიმართა წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება-MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია.
![]() ცერემონია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ყველა ცნობილ ვარსკვლავს იზიდავს. ![]() წითელ ხალიჩაზე ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ულამაზეს და ექსტრავაგანტულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები: იყო უამრავი მინი, მაქსი, ფრთები, ბუნებრიობა, შიშველი და გამჭვირვალე კაბები, ბრწყინვალება და ცოტაოდენი ეპატაჟიც. ![]() ბეიონსე წითელ ხალიჩაზე თავის ოთხი წლის გოგონასთან, ბლუ აივთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც ამ ცერემონიაზე ლამის ყველაზე მეტი ყურადღება და აღატაცება დაიმსახურა. ![]() ბრიტნი სპირსი დაჯილდოებაზე იმ კაბით მივიდა, რომელიც Instagram-ზე წინა დღეს უჩვენა თავის გამომწერებს. ![]() მოდელმა ნაომი კემპბელმა ყველა გააოცა თავისი თმის სიგრძით, ![]() ![]() კიდევ ერთი სიურპრიზი იყო უესტის და კარდაშიანის ვარსკვლავური წყვილის გამოჩენა. ჯერ კიდევ წინადღეს კიმი ქერათმიანი იყო, ახლა კი... ![]() საზეიმო ცერემონია რიანას გამოსვლით დაიწყო, თუმცა ყველა მოუთმენლად ელოდა ბრიტნი სპირსის გამოსვლას, რომელიც უკანასკნელად MTV-ის სცენაზე ცხრა წლის წინათ ავიდა. პოპ-ვარსკვლავმა თავისი ახალი სიმღერა რეპერ ჯეი-ზისთან ერთად შეასრულა. დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი გახლდათ რიანას და დრეიკის კოცნა პირდაპირ სცენაზე: დრეიკმა ბარბადოსელს ჯილდო გადასცა, მას ''ცოცხალი ლეგენდა'' უწოდა და სიყვარულში გამოუტყდა. პრემიის მთავარი ლაურეატი ბეიონსე გახდა: დაწესებული 11 ჯილდოდან მან ყველაზე მეტი- რვა ჯილდო წაიღო სახლში თავისი უკანასკნელი ალბომის Lemonade-ის წყალობით. ![]() მამაკაცებს შორის მთავარი ჯილდო გადასცეს კევინ ჰარისს, რიანა კი მუსიკალურ კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის მაიკლ ჯექსონის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს. ![]() საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარეს დევიდ ბოუის კლიპი Blackstar, რომელიც მუსიკოსის ბოლო ალბომშია შესული. საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის MTV-ის ჯილდო ბრიტანულმა პოპ - ჯგუფმა Coldplay-მ მიიღო კლიპისთვის Up&Up. MTV-ს გამარჯვებულებს თაყვანისმცემლები კენჭისყრის საშუალებით ირჩევენ. ორი დღის წინ გამართული ცერემონია რიგით 33-ე იყო. გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას: წლის ვიდეო : Beyoncé - Formation” ქალის საუკეთესო ვიდეო : Beyoncé - Hold Up საუკეთესო პოპ ვიდეო -: Beyoncé - “Formation” ვიდეო - „გარღვევა“ - Beyoncé – Lemonade საუკეთესო ქორეოგრაფია - Beyoncé – “Formation” (Choreographer: Chris Grant, JaQuel Knight, Dana Foglia) საუკეთესო რეჟისურა - Beyoncé – “Formation” (Director: Melina Matsoukas) საუკეთესო ოპერატურა - Beyoncé – “Formation” (Cinematographer: Malik Sayeed) საუკეთესო მონტაჟი - Beyoncé – “Formation” (Editor: Jeff Selis) მამაკაცის საუკეთესი ვიდეო - Calvin Harris ft. Rihanna – "This Is What You Came For" საუკეთესო თანამშრომლობა - Fifth Harmony ft. Ty Dolla $ign – "Work From Home" საუკეთესო ჰიპ პოპ ვიდეო - Drake - Hotline Bling ზაფხულის სიმღერა: Fifth Harmony featuring Fetty Wap — "All In My Head" საუკეთესო როკ ვიდეო: twenty one pilots – “Heathens” საუკეთესო ელექტრონული ვიდეო : Calvin Harris & Disciples – “How Deep Is Your Love” საუკეთესო ახალი არტისტი - DNCE საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - David Bowie – “Blackstar” (Production Designer: Jan Houllevigue) საუკეთესო ვიზუალური ეფექტი - Coldplay – “Up&Up” (VFX Editor: Vania Heymann) 328 12-ს მოსწონს
|