ელეგანტური წითელი კაბები ნამდვილი ქალბატონებისთვის
2016, 30 აგვისტო, 14:35
წითელი კაბა - ყოველთვის გამოწვევაა. ეს არის თამამი და თავდაჯერებული ქალის ეკიპირება, რომლებსაც არ ეშინიათ მიიპყრონ მამაკაცების აღფრთოვანებული მზერა.
მოკლე კაბა შეიძლება ჩაიცვათ სასეირნოდ ან პაემანზე. ციმციმებით მორთული მოსასხამით კი ის გადაიქცევა ახალგაზრდა გოგონას საღამოს კაბად. გრძელი კლასიკური კაბა მოხდილი მხრებით, შიშველი ზურგით ან ღრმა, მაცდუნებელი დეკოლტეთი განსაკუთრებული შემთხვევისთვის გამოდგება. ასეთი კაბის ჩაცმას არ გირჩევთ ქორწილში -თქვენ გარანტირებულად დაჩრდილავთ პატარძალს! მაგრამ იუბილეზე, სადილზე, მნიშვნელოვან მიღებაზე მისი ჩაცმა, სწორედ რომ კარგი იქნება. შეხედეთ ფოტოებს და აირჩიეთ თქველი სტილი!