ტელეწამყვანი და მოდელი ეკატერინე ფანგანიც ეხმიანება "პარტიზანელი მებაღის" ნატა ფერაძის გარშემო ატეხილ ხმაურს და სოციალურ ქსელში პოსტავს:
"Nata "Star" on our minds! ბარემ მეც დავწერ ერთ-ორ სიტყვას! მე არ მჯერა კეთილი საქმის პოლიტ. მოტივებით, ანუ არ მჯერა სიკეთის ხან კეთების და ხან არ კეთების. ასევე, არ მომწონს ზოგიერთის გაკეთებული კარგი საქმის არ დანახვა და მეტიც, ლანძღვა და ამ დროს სხვისი კარგის აღზევება! მაგალითად: მე მომწონს მიშას გაკეთებული ხიდი, ლამაზია და ვთვლი, რომ უსაქმური თუ დაარქმევდა მას "always", თუმცა ძალიან არ მომწონს იგივე მიშას გაკეთებული აფხაზეთის გმირების ძეგლი გმირთა მოედანზე და ვთვლი, რომ ჩვენი დაღუპული გმირები ბევრად მეტს იმსახურებენ, ვიდრე ეს მახინჯი კონსტრუქცია... მე ძალიან მომწონს ბიძინა ივანიშვილის აშენებული " ბლექ სი არენა" შეკვეთილში და ვთვლი, რომ ეს არის საქართველოსთვის უდიდესი საქმე და მხოლოდ ბოღმებს შეუძლიათ რაიმე სახის აუგი თქვან ამ შენობაზე, თუმცა, არ მომწონს ის ძეგლები, რომლებიც იქვე დაუდგეს ლეგენდარულ მომღერლებს, რადგან საშინლად გამასხარავებულებს გვანან. მე
ძალიან არ მომწონს მოჭრილი ხეები, (არაერთხელ აღმინიშნავს), არ მომწონს რომ ვიხრჩობით, არ ვეგუებით და ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე არ მომწონს პარტიზანი ნატა! არ მომწონს იმიტომ, რომ მისი და მისი გულწრფელი მოტივების, უბრალოდ, არ მჯერა და არ მჯერა იმიტომ, რომ ის პოლიტიკურად მოქმედებს! მთავრობა რომ შეიცვალოს, ნატაც და მისი პარტიზანობაც შეიცვლება, თან აუცილებლად, დაავიწყდება მოჭრილი ხეები. თორე ვინმე ნატას
პირადი ცხოვრება, (ისევე როგორც ყველასი) ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა და ა.შ. მისი საქმე და მისი პრობლემაა და არა ჩემი. მე არც მაინტერესებს და არც მადარდებს. მე ვისურვებდი ისეთ ადამინებს საქართველოში, რომლებიც ყველა მთავრობის პირობებში იზრუნებდნენ ადამიანების, ცხოველების, მცენარეების უფლებებზე!! იმედია, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჟანგბადის ხელოვნური ჩახშობა თბილისში! მაგრამ ხეებისგან გაჩეხილ და გაპარტახებულ, მახინჯკოლოფებიანი კორპუსების დამხრჩვალ ქალაქზე ყველა პასუხის მოთხოვნა, მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში არსებულ მთავრობაზე, მგონი არალოგიკურია... არაობიექტურობა აბრმავებს ხალხს ხანდახან... თუმცა ობიექტურობა, არაობიეტურობა, ესეც ცალკე პოლიტ. ძალაა..."