პროზა კარგად დავიწყებული ძველი ნაცნობობა 2016, 28 აგვისტო, 13:35 ყველაფერი კარგადაა, ან მინდა, რომ ასე იყოს . ბოლოს რიდის მომინდა ასე დამეჯერებინა თავი აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი გამომდის . საერთოდ არ შეიძლება ადამიანის გამოსწორება, უფრო დიდ უბედურებას გამოიწვევს .
ის რაც შენშია შენია და ამას ვერავინ შეცვლის .
შესაბამისად ვერც გამოსწორდები რა ვუყოთ ამ ფაქტს . ამდენი დღის შემდეგ დღეს ისევ გადავწყვიტე დაკვირვების ობიექტი მყოლოდა და ვიპოვე კიდევაც, ეს ისა რაც არ მომბეზრდება, ერთ-ერთი რამა რაც დიდ ემოციას იწვევს ჩემში . ჩემი დღევანდელი ჩემი დაკვირვების ობიექტი ასეთი იყო : ცუდი, რომ კარგობისკენ გადაიხრება ვითომ დიდ მონდომებით . აი ასე, სასმელს შეჩვეული, თავის თავში დიდად დარწმუნებული . უნდოდა დიდი წარმოდგენა დაეტოვებინა საზოგადოებაში . არა და სწორედ ეტყობოდა, რომ მარტოობას განიცდიდა .ასეთ ადამიანებს სიცარიელე ალაპარაკებთ ასე .
ბრძანებას დიდი ამბიციით გასცემდა .
თითქოს მის გარშემო ტრიალებსო სამყარო . სხვას არც ველოდი, ისევ ისეთად დარჩება როგორიცაა . ვერაფრითაც ვერ შეიცვლება . მე მას ამ შემთხვევით შეხვედრამდეც ვიცნობდი, მვიცნობდი მაგრამ რატომღაც ორივემ გავითამაშეთ, რომ არ გვახსოვდა ერთმანეთი. -გამარჯობა... -გამარჯობა... -ვერ გიცანი . -ჰო ვერც მე . საერთოდაც არ მახსოვხარ ... -აბა დავფიქრდეთ ... -ა ჰო შენ ის არა ხარ ... - ჰო ახლა მეც გიცანი . და მან დაიწყო საუბარი, ხო ვამბობ დიდი ამბიციები ამოძრავებს, უნდა მაგრამ ვერ გამოსდის . რაღაც ყველას მსგავსი ადამიანია . მთელი 4 საათი ვსაუბრობდით, თავის ამბიიციით ამავსო . მერე თავისი თქმით გულწრფელად დაიწყო საუბარი . -ახლა ყველაფერს მოგიყვები ... -სათვალე მოიხსენი. - რატომ, გინდა თვალებში მიყურო?.. -ჰო, შენი გულწრფელობა უნდა დავინახო ... ამის შემდეგ მივხვდი, რომ გულწრფელობა არსად დაიარებოდა ირგვლივ . ალბათ სირცხვილითაც კვდებოდა ასეთმა ადამიანმა როგორ მახსენაო, მერე ისევ ჭკუის დარიგება დაიწყო . - მეგობრები სწორად უნდა შეარჩიო . - ჰო ვიცი ... - მაგრამ შენ მაინც ყველასთან მეგობრობ . რატომ? - იმიტომ რომ ასე მინდა . მერე ისეთი არაფერი უთქვამს, გაიხსენა ის რაც ვითომ დაავიწყდა . რეალურად ორივემ გავიხსენეთ ის რაც კარგად ვიცოდით . მერე მომბეზრდა, მივხვდი რომ დრო უბრალოდ დავკარგე და სიბრაზემ შემიბყრო . ის ურეაქციოთ იჯდა მეტი არაფერი . მერე ეტყობა მასაც მობეზრდა, ვეღარ გაერთო თავისი ტყუილებით და წავიდა . ასეთი ყველას მსგავსი ადამიანი ჯერ არმინახავს . ხომ ყველას გავს მაგრამ ამავდროულადა არავის . რაღაც ძალიან უცნაური დღე იყო . რაც მასშია მისია და ამას ვერ გამოასქორებს მჯერა . თქვენ გჯერათ, რომ ადამიანი შესაძლოა გამოსწორდეს? ო არა მაშინ რაღაც დაირღვევა. რაღაც რაც წერიგს ამყარებს . ანა არ ვიცი, ის ვიცი, რომ დღეს ზედმეტად ბევრი რამ შევატყვე მას სახეზე . ხომ არიან ასეთი ადამიანებიც, რომ გღლიან . შეიძლება ისინი ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ეს მათი სახის დანახვის თანავე . ნ.ჯ 81 შეფასება არ არის
|