x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დროში დაკარგული

image


1950 წელს ტაიმზ-სქვერში (ნიუ-იორკი) გამოჩნდა ადამიანი წვრილი ბაკენბარდები და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტუმით. თვითმხილველთა თქმით, ის ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. მამაკაცის, შემჩნევიდან ორი წუთის შემდეგ, სამწუხაროდ, მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

მორგში მიცვალებულის ჯიბეებიდან შემდეგი ნივთები ამოითეს:
– ლუდის 5 ცენტიანი ჟეტონი, ბარის სახელით, რომელიც რაიონის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვისაც უცნობი იყო;

– ეკიპაჟის რეცხვისა და ცხენის მომსახურების ანგარიში, რომელიც ლექსინტონ ავენიუზე მდებარე, ფასიანი საჯინიბოს მიერ იყო გაცემული. მაგრამ, იმ დროს, ასეთი საჯინიბო არ არსებობდა;
– 70 ძველი ერთდოლარიანი;
– რუდოლფ ფენცის სავიზიტო ბარათი, რომლის მიხედვით, ეს პიროვნება ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე;
– ამავე მისამართზე, 1876 წელს, ფილადელფიიდან გამოგზავნილი წერილი;
ჩამოთვლილი ნივთებიდან არცერთზე არ შეინიშნებოდა სიძველის რაიმე ნიშანი.
კაპიტანი ჰუბერტ რიმი, დაკარგული ადამიანების ძებნის დეპარტამენტიდან, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეეცადა ამ უცნაური ადამიანის იდენტიფიცირებას. სავიზიტო ბარათზე მითითებულ მისამართზე მისულ კაპიტანს, კომერციული საწარმო დახვდა, რომლის მფლობელისთვის რუდოლფ ფენცის სახელი უცნობი იყო.
ძიების შედეგად ისიც გაირკვა, რომ ქალაქში ამ სახელის და გვარის ადამიანი არ არსებობდა და არც მისი თითის ანაბეჭდები იყო რომელიმე ბაზაში დაფიქსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კვალი არ ჩანდა, ჯიუტმა პოლიციელმა ძებნა არ შეწყვიტა და 1939 წლის, ქალაქის სატელეფონი ცნობარში, რუდოლფ ფენც უმცროსის სახელი აღმოაჩინა. რიმი მითითებულ მისამართზე მივიდა და გაარკვია, რომ იქ მართლაც ცხოვრობდა ამ სახელის და გვარის პიროვნება, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1940 წელს, სხვა ადგილზე გადავიდა. გამომძიებელმა მისი ახალი მისამართიც იპოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფენც უმცროსი, ამ მოვლენამდე, 5 წლით ადრე, გარდაიცვალა. თუმცა, მისი მეუღლე ცოცხალი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა. სწორედ მან უამბო კაპიტანს, რომ მისი მეუღლის მამა, 1876 წელს, 29 წლის ასაკში სახლიდან გავისა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ, ის აღარავის უნახავს.

ეს ისტორია გასული საუკუნის 70-იან, 80-იან და ამ საუკუნის დასაწყისშიც აქტიურატ ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და მკითხველს ისე მიეწოდებოდა, როგორც რეალურად მომხდარი ამბავი. მაგრამ გამოჩნდა ფოლკლორისტი კრის ობეკი, რომელმაც გადაწყვიტა ისტორიაში მოთხრობილი ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება და ჩატარებული კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანები და მოვლენები რომლებიც ამ ისტორიაში არის ნახსენები – გამოგონილია. თუმცა, გამომგონებლის პირველწყარო ვერ დაადგინა.image

2002 წელს პასტორი ჯ. მერფი ამტკიცებდა, რომ ამ ისტორიის ნამდვილი ავტორი მწერალი-ფანტასტი ჯეკ ფინეი იყო, ხოლო გამოგონილი ეპიზოდი, რობერტ ფენცის შესახებ, მისი მოთხრობის – «I'm Scared» (მეშინია)-ს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც 1951 წლის 15 სექტემბერს გამოაქვეყნეს პრესაში.

მაგრამ, ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. 2007 წელს, მეცნიერებმა, რომლებიც ბერლინის ახალი ამბების არქივში მუშაობდნენ, იპოვეს 1951 წლის აპრილით დათარიღებული სტატია, რომელშიც სწორედ ეს ისტორია იყო მოთხრობილი. ე. ი. სტატია 5 თვით ადრე იყო გამოქვეყნებული, ვიდრე ჯეკ ფინეის «მეშინია», ამერიკულ პრესაში დაიბეჭდებოდა. გარდა ამისა, სტატიაში ნახსენები იყო, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ჩატარდა და რომ დადგენილი იყო რუდოლფ ფენცის რეალურად არსებობის და 1876 წელს, 29 წლის ასაკში, მისი გაუჩინარების ფაქტები.

0
502
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0