x
image
beko777
ბესო ჩუბინიძე: - მე ვიქნები ხალხის მცველი საქართველოს ახალ პარლამენტში
imageჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე "ეროვნული ფორუმმა" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ვაზისუბანი და მე-8 ლეგიონის საარჩევნო ოლქში წარადგინა. გთავაზობთ ინტერვიუს ბესო ჩუბინიძესთან


- ბესო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
- მე ახლა არ მოვსულვარ პოლიტიკაში :) - ვთვლი, რომ პოლიტიკაში ვარ 1988 წლის ნოემბრის დღეებიდან, ანუ იმ დღიდან როცა საქართველოს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, და ამ პერიოდის განმავლობაში და არც ახლა - არცერთი (!) პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საზოგადოებრივი აქტიურობაა ჩემი პოლიტიკა და სხვათაშორის ძველ ფოტოებს, რომ ვათვალიერებ ხოლმე - უფრო ამაყად ვამბობ და ხმამაღლა ამ ყველაფერს
image- რატომ "ეროვნული ფორუმი" და არა სხვა რომელიმე პარტია?
- იმიტომ რომ მათ შემომთავაზეს და რადგან მათი იდეოლოგია ჩემთვის მისაღებია, რადგან მე კახა შარტავას მამასთან ჟიული შარტავასთან ერთად ვომობდი აფხაზეთის ომში, რადგან ლევან სანიკიძის ავტოგრაფით ნაჩუქარ "დედა ისტორიაზე" ვარ გაზრდილი... თანხმობისთვის საკმარისი აღმოჩნდა ჩემთის, რომ ეროვნული იდეოლოგია - ცოტაა უფრო მაღალი ტრიბუნიდან გავატარო და ამ გუნდს მადლობა უნდა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის.
- თქვენი წინასაარჩევნო დაპირებები?
- დაპირებები, ზუსტად ისაა რასაც არასოდეს არ ვაკადრებ იმ ხალხს, რომელიც ჩემს გვერდით ცხოვრობს - მე მათთან ერთად ვაპირებ იმას, რაც ჩვენ ყველას ერთად უფრო მარტივს გაგვიხდის უბრალოდ - ცხოვრებას.... ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდობის განათლებისთის ბრძოლაა და რაც ჩემთის მთავარია... ჩვენი შვილების განათლებისთვის... წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაა მთავარი, რადგან ახალგაზრდობას უნდა ქონდეს სწავლის და განვითარების საშუალება. ზოგადად კი ვაზისუბანი მე-8 ლეგიონი უნდა გახდეს აქტიური საზოგადოებრივი უბანი... ყველა პოზიტიური გაგებით
image- რას აპირებ ხალხთან ურთიერთობას რა ფორმატში გააგრძელებ?
- ხალხთან ურთიერთობის ფორმა მე 1992 წლის ნოემბერში ავირჩიე, როცა დამოუკიდებელ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული ქართული გაზეთი "კოქტეილი" გამოვუშვი, მერე იყო "ვარსკვლავები" რომელმაც თაობები აღზარდა და იმ ყველაზე ძნელბედობის ჟამს ახალგაზრდობის გადარჩენა შეძლო ბევრი ცუდისგან, ქართული ხელოვნების მსახურება, დიდი ადამიანების დაფასება და მოფერება, სიყვარული, სიყვარული და სიყვარული უპირველეს ყოვლისა... 15 აპრილი სიყვარულის დღე მე ჩემთვის არ დამიწესებია მხოლოდ... ეს სახალხო დღესასწაულად გადაქცეული თარიღი საქართველოში ყველაზე კარგი მაგალითია ხალხთან ურთიერთობისთვის, ეს იყო ჩემი არჩევანი და დღესაც ეს ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან - პირდაპირი, პირისპირ, ტეტ ა ტეტ... როგორც გინდათ ისე დაარქვით და ნაკლებად ვირტუალური, თუმცა ვირტუალურში სოციალურ ქსელებს არ ვგულისხმობ, რომელიც პირადად ჩემთვის უდიდესი ბაზაა ადამიანებთან ურთიერთობისა, რადგან ადამიანი თუ არ ხარ ყალბი, არც სოციალურ ქსელებში გამოგივა სიყალბე. ამიტომ ხალხთან ურთიერთობის ფორმა არ შეიცვლება - პირისპირ, ღიად და ყოველთვის. თორემ აგერ 25 წელიწადია ვუყურებ პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსობის მსურველებს და არჩევნები ჩამთავრდება თუ არა ხალხს ყველა იკიდებს და ბატონებო, არჩევნების დროს, რომ ახლა ხალხი დაგიკიდებთ ვერ ვხვდებით?
image- საკმაოდ მკაცრი განცხადებაა, ანუ რის თქმა გინდათ, რომ ხალხი არჩევნებზე აღარ მივა?
- მივა! მიუხედავად იმ ნიჰილიზმისა რაც ადამიანებშია გამეფებული, გავგიჟდით უბრალო ხალხი - მყარი დაპირებები ავირჩიეთ - გადაგვაგდეს! ფულიანი ავირჩიეეთ - გადაგვაგდეს! და მარტივი კითხვა ებადებათ ადამიანებს: - ვინღა ავირჩიოთ? არადა ყველამ იცის რომ ვინმე (!) უნდა აირჩიოს... დაფიქრდა ხალხი და გადაწყვიტა აირჩიოს ის, ვინც მის გვერდით მოძრაობს, ტრიალებს, საქმიანობს, მასთან ერთადაა მეტროში, გაფუჭებულკონდენციონერიან მარშუტკაში, ჩახუთულ ავტობუსში, ვინც მასთან ერთად დგას წყლის რიგში როცა უბანში წყალი წყდება და ა.შ. და ა.შ. და ეს არჩევანი იქნება - მართალი.
image- საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ და მაგ ლოგიკით გამოდის, რომ მაჟორიტარი დეპუტატის რეალური სახე ის იქნება, ვინც ხალხიდან მოდის?
- დიახ, ხალხიდან მოდის და ხალშია და არა კაბინეტიდან... მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ასეც ვიქნები ყოველთვის, პროფესიამაც მომცა ის, რომ ყოველთვის ხალხში და ხალხთნ ერთად ვყოფილიყავი, ამიტომაა იმ ტკივილის მიტანა იქ სადაც საჭიროა ჩემთის მარტივი, მაგრამ არაფრის დიდებით მარტო! აუცილებლად იმ ხალხთან ერთად ვინც მე 8 ოქტომბერს ვაზისუბანში და მე-8 პოლკში გამარჯვების ხმას მომცემს. უბრალო ხალხი მასა არაა... ეს დიდი ელექტორატია! უბრალო ხალხია ის, ვის გერდითაც მე ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ!
- შენ საქართველოში ცნობილი ხარ როგორც ეროვნული იდეების გამტარებელი, ტრადიციების დამცველი, ცნობილი ხარ შენი მკვეთრი გამოსვლებით და განცხადებებით თუნდაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის წინააღმდეგ, არატოლერანტობაშიც გდებენ ბრალს, ჰომოფობობაშიც, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონი ისე გამოდის, რომ ეს ყველაფერი ისევ შენს წისქვილზე ასხავს წყალს. ასეა?
image- (ეღიმება) შენს დასმულ კითხვას შენვე უპასუხე :) - მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ქართული ტრადიციების დამცველობა არ ნიშნავს იმას რაც ზოგს გაუგებრად ესმის... თქვენ რა, გგონიათ მე სუფრასთან ღვინოში ჩახრჩობის მომხრე ვარ? :) და ეს ქართულ ტრადიციად მიამჩნია? - არასოდეს! მე იცი რომელი ტრადიციის მომხრე ვარ მაგ მხრივ - "სამი დალიე შეგერგება". არც "ოჯახში კაცია უფროსი" მომწონდა არასოდეს - ოჯახი იმის ოჯახია ჩემო ქართველებო, რომ ქმარიც უფროსია და ცოლიც, ოჯახი არის ეს და არა "მოდი ქალო ნასკი გამხადე" - ეს არაა ქართული ტრადიციები... ჩემთვის ქართული ტრადიცია იცი რა არის: - დედას რომ პატივს სცემ და ეფრები, მამა რომ გიყვარს და ეფერები, გერიდება მისი და აღმერთებ! შვილი რომ გიყვარს და მის გამო სიცოცხლეს, რომ დათმობ, მეგობარი რომ გყავს და რაღაც თუ შეეშალა ეგრევე, რომ "ატაშორს" არ აუღებ და შანსს, რომ მისცემ, ომში რომ საომრად წახვალ და ლხინში, რომ მოსალხენად, ესაა ჩემთის ქართული ტრადიციები. ფრთიანი ანგელოზი მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პრიციპი რომელიც მე მაქვს არჩეული ასეთია - თავისუფლებას, როცა აქვს საზღვრები, ის მაშინაა ღირებული! აი, რაც ჩამოვთვალე იმ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეიძლება მომწონდეს მე - კაცის და კაცის ქორწინება?! თუნდაც ქალის და ქალის?! როგორ შეიძლება მომწონდეს ქართველი მამის კულტის დამანგრეველი?! ბევრი იდავებს - სადღა არიან კარგი მამებიო! - ყველგან! ყველგან არიან და რადგან ცუდი მამები ჩანან და ცუდი ქმრები და ცუდი ცოლები, მართლა ხომ არ გგონიათ ხალხნო, რომ მართლა ასეა საქმე?! არა... და აი სწორედ ამ იდეების მაღალი ტრიბუნიდან გასახმოვანებლად - გადავწყვიტე პარლამენტის ტრიბუნაზე დადგომა! ერთმანეთს დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია და ეს ჩვენი ილიას დროიდან დროში გაწელილი "როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება" დავამთავროთ რა!
image- მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის და ახლა ვაზისუბნელებსა და მე-8 ლეგიონის მოსახლეობაზეა ყველაფერი დამოკიდებული, არადა მგონი ვიწრო სპექტრია შენთვის, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში უფრო მკვეთრი მხარდამჭერები გყავს, ეს ვიწრო სეგმენტი არაა?
- ასეთია საარჩევნო კანონი და წესი... ამიტომ, სწორედაც რომ ვაზისუბნელების და მე-8 ლეგიონის მოსახლეობას აქვს ახლა მაგ შენს მიერ ნათქვამი დანარჩენი საქართველოს მიერ ჩემზე დაკისრებული მისია შესასრულებელი... და მე მჯერა ამ ხალხის, მათ ყველაზე კარგად იციან თეთრსა და შავს შორის სხვაობა. გარდა მთელი დანარჩენი საქართველოსი, ემიგრანტი ქართველების ბედის აქტიური ლობისი უნდა ვიყო საქართველსო პარლამენტში! მე ამ ხალხს ვიცნობ! მე ეს ხალხი მიყვარს და მე მინდა, რომ ამ ხალხს სტიმული და რეალური (!) საშუალება მიეცეს თავის ქვეყანაში დაბრუნების! საერთოდ არ არიან ჩემი ამომრჩევლები ემიგრანტები, მაგრამ - მე ვიქნები 9 ოქტომბრიდან ის ადამიანი, ვინც უკვე მაღალი ტრიბუნიდან იმუშავებს ამ ხალხისთვის! ქართველი ემიგრანტები არიან ის ადამიანები, ვის მხრებზეც საქართველოს დიდი ნაწილი დგას! ამ ხალხის მივიწყება როგორ შეიძლება? ამხელა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალის?! თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ემიგრანტები მარტო ბოზობენ და კრიმინალობენ ემიგრაციაში?! ვერ შევეგუები მე ამ მოსაზრებას ვერასოდეს და ვიომებ ამ აზრის გასაბათილებლად, რადგან ემიგრანტებს უმადლოდეს დღეს საქართველო ბევრ კარგ რამეს!
image- ზოგადად რა მოწოდებები გაქვს იმ ხალხის მიმართ ბესო, ვინც შენ ხმა უნდა მოგცეს უბანში?
- ვიმეორებ - არავითარი ზედმეტი დაპირებები, მე არ ვაპირებ მათ გარეშე პარლამენტში მუშაობას, არც უბნიდან წასვლას ვაპირებ არსად, მე ამ ადმიანებთან ერთად გავაგრძელებ იმის კეთებას რაც - უბნისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო! უბრალოდ - ხალხი რომელიც მიხვდა, რომ "ნაცობის"და "ქოცობის" გარდა არის სხვა... მესამე გზა, უკვე იმედიანადაა... თამამად და თავმდაბლობის გარეშე ვამბობ - ჩემი უბნელებისთვის ეს გზა ჩემზე გაივლის 8 ოქტომბერს. არ ვაპირებ არც "ნაცების", არც "ქოცების" და საერთოდ არავის გინებას, მე რაღა უნდა ვაგინო ახალი და განსხვავებული? :) - მე საქმეს ვაკეთებ 25 წელია და ამას ვარ მიჩვეული. თანაც ყველა ჩემს ოპონენტს წარმატება პირველმა ვუსურვე, რადგან ჩემი კონკურენტები ჩემს უბანში ჩემი ძველი მეგობრებიც კი არიან :) დაე ვაზისუბანმა და მე-8 ლეგიონელებმა ის კაცი აირჩიონ ვისაც იმსახურებენ.
image- შოუ-ბიზნესიდან, ჟურნალისტიკიდან წახვალ ბესო?
- არასოდეს! როგორ ამოვიგლიჯო გული ჩემივე ხელით? 9 ოქტომბრიდან წესებს დავიცავ და რის უფლება მაქვს იურიდიულად და რის არა, ავწონ-დავწონი და იმის მიხედვით და იმ დოზით ვიქნები იმ ხალხის მხარდამჭერი და გვერდში მდგომი რომელ სამზარეულოშიც მე ვტრიალებ! მე ვიქნები ქართული ხელოვნების და ქართველი ჟურნალისტების პირველი დამცველი საქართველოს პარლამენტში 2016-2020 წლებში ყოველგვარი დაპირებების გარეშე!



0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0