აშშ-ში ვირჯინიის სამაშველო სამსახურის ნომერზე 911-ზე შევიდა მოსახლეობის აღშფოთებული ზარები, რომლის შინაარსითაც ირკვეოდა, რომ მათ ქუჩაში ლომი ნახეს, რომელსაც პატრონი ასეირნებდა. სამაშველო სამსახურის გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ზოოპარკში ყველა ლომი ადგილზე იყო. ამის შემდეგ დაიწყეს გამოძიება, რის შედეგადაც მიაგნეს პატრონს „ლომთან“ ერთად რომელიც ძაღლი აღმოჩნდა. ძაღლი ლომს მართლაც ჰგავდა. რაშიც სურათის ნახვისას, თავადაც დარწმუნდებით. იგი ლაბრადორისა და პუდელის ნაჯვარი იყო. ძაღლს ათასობით მეგობარი ჰყავს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. მას ძალიან უყვარს ბავშვები, ბურთი და პიცა.