აბსენტი ძლიერი
ალკოჰოლური სასმელია (70-86 გრადუსი). მის შემადგენლობაში ბევრი მცენარეული ნივთიერება
შედის. ამათგან უმთავრესია ტუჯონი, რომელიც ნარკოტიკულ მცენარებთა რიცხვს მიეკუთვნება.
პირველად აბსენტი
დამზადებულ იქნა 18-ე საუკუნის მიწურულს შვეიცარიაში, როგორც პანაცეა ყველანაირი დავადების.
იგი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ევროპის ტერიტორიაზე მასიურ წარმოებაში ჩაეშვა.
1905 წელს აბსენტის წარმოება სრულად აიკრძალა, რაც
თითქმის 100 წელს გაგრძელდა. აკრძალვის გაუქმების შემდეგ მისი წარმოება მკაცრად კონტროლდება,
რაც გულისხმობს მცენარე ტუჯონის რაოდენობის კონტროლს სასმელში(10მგ/კგ).
აბსენტი უმრავლეს
შემთხვევაში მწვანე შეფერილობისაა, რის გამოც მას "მწვანე ფერია"-ს ეძახიან. თუმცა ის შეიძლება იყოს წითელი, ყვითელი, გამჭირვალე
და სხვა შეფერილობისაც.