სხვა გილოცავთ! ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია 2016, 20 აგვისტო, 8:31 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს 31-ე ოლიმპიადის ჩემპიონია. 25 წლის გორელმა ვაჟკაცმა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონიც არის, ოქრო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57 კგ) მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა. ეს მისთვის მეორე ოლიმპიური ფინალი იყო. ლონდონის 2012 წლის 31-ე ოლიმპიადაზე ლადომ ვერცხლი მოიპოვა, ახლა კი კიდევ ერთხელ გაახარა ქართველი გულშემატკივრების გული და საქართველოს ჰიმნი გააჟღერა რიოში. ქართველმა მოჭიდავემ მანამდე მერვედფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ნურისლამ სანაევი დაამარცხა 4:3. იმავე ანგარიშით მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოიგო, ნახევარფინალში კი ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 8:4. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია. იაკობ მაქარაშვილი, რომელიც დღეს 74 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა. 131 9-ს მოსწონს
|