x
უმუშევრობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები
imageუმუშევრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე,
რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მას ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისათვის, ყველაზე თვალსაჩინო კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა. მინდა განვიხილო უმუშევრობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები, სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, მანამდე კი დავადგინოთ:ვინ შეიძლება ჩაითვალოს უმუშევრად?


ინგლისში თვლიან, რომ უმუშევარია ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო და აქტიურად ეძებს მას.


როგორც ცნობილია, უმუშევრობა პიროვნების სხვადასხვა ასპექტზე ახდენს გავლენას, რასაც მრავალი კვლევა ადასტურებს. ინგლისში ჩატარდა გამოკითხვა,
რათა დაედგინათ, როგორ მოქმედებს უმუშევრობა ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე, ამისთვის მკვლევრები სვამდნენ კითხვას: „როგორ იყო თქვენი საქმეები გუშინ?“ შედეგებმა აჩვენა, რომ უმუშევრები და გარკვეული პერიოდულობით

დასაქმებული ადამიანები ამ კითხვაზე, ძირითადად, უარყოფით ემოციონალურ პასუხს აფიქსირებდნენ (Warr & Payne, 1982).

უმუშევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც შეიძლება შეექმნათ, ისინი მეტად ექვემდებარებიან დეპრესიას, მიდრეკილები არიან თვითმკვლელობისაკენ და ალბათობა იმისა, რომ ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გახდებიან საკმაოდ დიდია. ქალაქ ლინდსში, General Health Questionare-ს გამოყენებით, ჩატარდა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების ლონგიტუდური
კვლევა, რამდენიმე ათას ცდისპირზე. კვლევაში ადარებდნენ სკოლის დამთავრებიდან ერთი-ორი წლის შემდეგ მიღებულ შედეგებს სკოლის პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებს. განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,
კერძოდ, დაასკვნეს, რომ უმუშევრებთან ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო დასაქმებულებთან კი გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა. ამ კვლევის თანახმად, სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ უმნიშვნელოდ განაპირობებდა უმუშევრობას.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თვალსაჩინო კავშირი არსებობს უმუშევრობასა და დეპრესიას შორის. კვლევით, რომელშიც ბეკის დეპრესიულობის სკალა გამოიყენებოდა, დადგინდა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევრობის გამო ადამიანები საკუთარ თავს ადანაშაულებენ მომხდარში,
თავს უსუსურად თვლიან და უუნარობას განიცდიან, ზემოქმედება მოახდინონ უმუშევრობის მიზეზებზე (Feather & Davenport, 1983). სხვა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური სიძნელეები, რომლებიც თავს იჩენენ უმუშევრობის პერიოდში, ხელს უწყობენ ფარულად არსებული ფსიქიკური დარღვევების გამოვლენას (Catalano, Dooly, & Jackson, 1981).



შვედეთში ჩატარებული კვლევის ემპირიულმა ანალიზმა ცხადყო, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს უმუშევრობასა და სხვადასხვა სახის დანაშაულს,
განსაკუთრებით უმუშევრობასა და ქურდობას, შორის. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ქურდობის შემთხვევების უმეტესობა სწორედ სამუშაო დღეებში ფიქსირდება. შვედი უმუშევარი ახალგაზრდების (19-24) მიერ ჩადენილი დანაშაული 4, 2%, 2-ჯერ აღემატება 29-34 წლის ასაკის მქონე პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვს. 1, 93%-ით იზრდებოდა დანაშაულის რისკი თუკი ახალგაზრდები უმუშევრები იყვნენ 1-90 დღის მანძილზე. ხოლო იმ პირებთან, რომლებსაც ერთხელ მაინც ქონდათ დანაშაული ჩადენილი, უმუშევრობის ნიადაგზე რეციდივის რისკი 2, 14%-ით მატულობდა (Grönqvist, 2011).

მსგავსი კვლევები ჩატარდა ბრიტანეთშიც, რომელთაც აჩვენეს, რომ უმუშევართა 40%-სimage
ფსიქიკურ დაავადებათა სიმპტომები აქვთ, მათ შორის პანიკური შეტევები. 3-დან 1 უმუშევარი ახალგაზრდა თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო 4-დან 1, როგორც აღიარებენ ე.წ. „სელფ-ჰარმერთა“ ჯგუფებში არიან გაერთიანებულები, რომლებიც განგებ აყენებენ საკუთარ თავს ზიანს. ათასობით ახალგაზრდა, რომელთაც მრავალი ცდის შემდეგ ყველანაირი იმედი გადაეწურათ, დინებას ინერციით მიჰყვება.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ინგლისში ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აქვთ მუშაობის სურვილი, არსებობს სპეციალური პროგრამები, ე.წ. „Youth Opportunities programme”, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს არ დაკარგონ თვითპატივისცემა, უმუშევრობის გამო, და იგრძნონ თავი, რაღაც დონეზე, დაკმაყოფილებულად.


სხვა მონაცემების თანახმად, ამერიკაში უმუშევრობის მხოლოდ ერთი პროცენტით მომატება იწვევს შემდეგი პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას:

თვითმკვლელობა - 4, 1%, ფსიქიატიულ კლინიკებში პირველადი მიმართვის
რაოდენობა - 3, 3%,

ციხეში მოხვედრა - 4%,

მკვლელობა - 5, 7%,

ალკოჰოლის ზემოქმედებით სიკვდილი - 1, 9%,
სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი - 1, 9% (Brener,
1976, reported by Cochrane 1983).

უმუშევრებს თვითპატივისცემის განცდა არ ჰყოფნით, ისინი გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, რომ წარუმატებლები, უიღბლოები არიან და მათ არასრულლფასოვნების კომპლექსი უყალიბდებათ (Feather, 1982). არიან მოშვებულები, აპათიურები, განსაკუთრებით თუ ვერ ახერხებენ საკუთერი დროის ორგანიზებას(Feather & Bond, 1983). მოძრაობენ ნელა, ამაში ვლინდება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობის დაქვეითება.


ხანგრძლივი უმუშევრობის შედეგად ბევრი ერგება ცხოვრების ახალ სტილს, ზოგიერთი კი დეგრადირებას განიცდის( დიდხანს ატარებს ლოგინში, კლავს დროს, წყვეტს სამუშაოს ძიებას, საათობით უყურებს ტელევიზორს). ამ დროს ხდება სოციალური კავშირების, ფორმალური და არაფორმალური, მეგობრული თუ სამუშაო კონტაქტების შემცირება. ნაწილობრივ ეს მატერიალურ მხარესთანაა დაკავშირებული, რადგან მათ არ აქვთ საშუალება გადაიხადონ გართობაში ან წავიდნენ სტუმრად. უმუშევართა შორის კავშირები სუსტია, რადგან არავის უნდა მიეკუთვნებოდეს ამ ჯგუფს.


ზოგიერთ ქვეყანაში, არსებობს უმუშევრებისათვის ფინანსური შემწეობა, რაც რიგ შემთხვევებში უფრო მეტია, ვიდრე მომუშავეთა მინიმალური ანაზრაურება.


დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში უმუშევრობა წარუმატებლობასთან ასოცირდება, ის გამოდის როგორც სოციალური სტიგმა. საზოგადოების მხრიდან უმუშევართა შეფასება ხშირად უფრო კრიტიკულია, მათ მიიჩნევენ ზარმაცებად, არაკვალიფიცირებულებად. იმ ქვეყნებში, სადაც შემწეობაა გამოყოფილი, მათ აღიქვამენ მათხოვრებად, ისეთებად, რომელთაც ურჩევნიათ შემწეობაზე, სხვის კმაყოფაზე იცხოვრონ, ვიდრე „ხელი გაანძრიონ“.

ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ უმუშევრობის პრობლემა მსოფლიო მასშტაბით მართლაც რომ სავალალოა. უმუშევრობამ დღეისათვის საქმიანობის ყველა სფერო მოიცვა, ეს ეხება საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს. უმუშევარ
რაოდენობით, ევროპის მასშტაბით, პირველობას საბერძნეთი არავის უთმობს 24, 1%, მეორეზე ესპანეთია 19, 8%-ით.


საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში ფიქსირდება. ახალგაზრდა სამუშაო ძალის 30, 7% უმუშევარია, მათი დიდი ნაწილი (33, 2%) უმაღლესი განათლებითაა. ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფშია.ამ ასაკის აქტიური ახალგაზრდებიდან (სამუშაო ძალა) 36, 3% უმუშევარია.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში.


იმედია, ნელ-ნელა მაინც მოგვარდება არსებული მძიმე ვითარება და შრომისუნარიან მოსახლეობას მიეცემა დასაქმების შანსი... რადგან იყო უმუშევარი ნიშნავს დაკარგო საკუთარი თავის მნიშვნელოვანი კომპონენტი...




















0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0