x
ჯვარი, პალმა, დონერი და ...

imageბათუმში მშენებლობების ბუმია. ზოგი სასტუმროებს და ცათაბჯენებს აშენებს. ზოგი ეკლესიებს, ზოგიც მეჩეთებს. მშენებლობების რბოლაში და საკუთარის გატანა-დამტკიცებაში იმდენად გატაცებულია ყველა მხარე რომ სულ ცოტას თუ ახლსოვს რეალურად რა სჭირდება ქალაქს.
დღეს თავისუფლების მოედნზე, იქ სადაც სულ რამოდენიმე თვის წინ აზიზიეს მეჩეთის ჩამოწოლილმა ჩრდილმა აღაშფოთა ( და სასვებით სამართლიანადაც ) მოსახლეობა და სადაც ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ ალუმინის გალავანი იყო გარკვეულ სექტორზე შემორტყმული, სადაც სავარაუდოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა და რომელიც უკვე სავარაუდოდ აღარ აშენდება, იმიტომ რომ ( გადაუმოწმებელი ინფორმაციით მოცემულ ადგილზე ისევ აღმოაჩინეს რამოდენიმე საფლავი ) ამ მომენტისთვის საზოგადოების შემზადება მიმდენარეობს საიმისოდ რომ „აქ ეკლესია აშენდეს“


მიდის საუბრები ცხედრების სხვაგან გადასვენებაზე და სათანადო პატივით დაკრძალვაზე. რასაც გარკვეული მიზეზების გამო საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. სავარაუდოდ იმის შიშით რომ ცხედრების გადასვენების შემდეგ იმ ადგილზე მეჩეთის ან სხვა რაიმე „არაქართულის“ მშენებლობა დაიწყება.

თავად გადასვენებაში და მათვვის რომელიმე არსებული ეკლესიის ეზოში სათანადო პატივის მიგებაში მე სათაკილოს ვერაფერს ვხედავ. თუ რაღათმაუნდა ეს სათანადო წესით და რიგით მოხდება. საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა და სასიქადულო მამულიშვილთა ბარე ათობით ცხედარი გადაუსვენებიათ სხვა ადგილზე და ამას არ მოჰყოლია არანაირი ორომტრიალი (მხოლოდ საქართველოში ჩამოსვენებას არ ვგულისხმობ). სიმართლე გითხრათ არც ამას მოყვებოდა რომ არა ეს „სადღაც ასაშენებელი მეჩეთის“ თემა რომელიც მოსვენებას არ აძლევს ხალხს. ჩემის აზრით სწორედ ამის გამო არ უნდათ არამც თუ საფლავების გადატანა, არამედ ამ ადგილის სხვა მრწამსის ადამიანებისთვის დათმობა.

ცუდი მკითხველის „გასაგონად“ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ის ფაქტი რომ ცხედარი სხვა ადგილზე გადაასვენონ და სათანადო პატივი მიაგონ ჩემთვის არანაირად არ არის მიუღებელი.

საქართველოს გაერთიანებისთვის თავგანწირულ გმირთა წმინდენებად გამოცხადება მშვენიერი აზრია, მაგრამ რატომ დუმს პატივცემული ისტორია იმის თაობაზე რომ იმ გმირთა შორის მუსლიმანებიც არიან?!

ეს უფრო „ჯინაზე“ მშენებლობას ჰგავს

და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამოდენა მშენებლობის ბრბოლის შემყურეს ერთი კითხვა მიჩნდება : რატომ არავის არ მოსის იდეა ბათუმში ხელოვანთათვის ორიგინალური არქიტექტურის მქონე, თავისუფალი საგამოფენო სივრცის აშენება, სადაც ხელოვან ადამიანებს მიეცემათ საშუალება გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები, ჩაატარონ საღამოები, მოაწყონ პერფორმანსები, გაეცნონ ერთმანეთს. სივრცე სადაც ხელოვნებას მიეცემა გასაქანი. შენობა, რომელიც არა მხოლოდ იციცხლებს ხელოვნებით, არამედ თავად იქნება ხელოვნების და თანამედროვე არქიტექტურის (გემოვნებით აგებული ) ნიმუში.

განა მხოლოდ სამართალდამცავი ან სასულერი შენობებს რაოდენობა კმარა ადამიანის სულერი ზრდისთვის? სადღაც მიგვრჩა ბიბლიოთეკებიც, საგამოფენო სივრცეებიც, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.ჯვარი, პალმა და დონერი არ არის საკმარისი... ჩემთვის არარის.

პასუხი ამ თემაზე ძალიან ადვილია. ის თემა გაცილებით მომგებიანი. ზოგი პოლიტიკურ ქულებს იწერს და ოპოზიციონერობას თამაშობს. ზოგიც რეალურად უფრთხის მეჩეთის მშენებლობას და ეკლესია ურჩევნია, თუმცა იქ რომ მუსლიმანებიც მარხია ის არ ანაღვლებს. ზიგისთვის კი უბრალოდ ინვესტიციაა და მეტი არაფერი. ეგ არის და ეგ.. სამწუხაროდ.

ააშენეთ ეკლესიები, სასტუმროები, კაზინოები, მეჩეთები, სინაგოგები, მაგრამ ამ რბოლაში ნუ დაივიწყებთ რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს...


მთვარი სკლუბი

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:da-vid
da-vid
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0