სხვა 14 ყველაზე უცნაური ფორმა ოლიმპიადების ისტორიაში 2016, 19 აგვისტო, 8:09 უკვე დასასრულს უახლოვდება რიოს ოლიმპიური თამაშები - მედლების ძირითადი კომპლექტები უკვე გათამაშდა, ვნებები ნელ-ნელა ცხრება, თუმცა ალბათ ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს, რა აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველი სპორტსმენების ორიგინალურმა ფორმებმა, რომლითაც ისინი ამ დიდი სპორტული ფორუმის გახსნაზე წარდგნენ. აღმოჩნდა, რომ ქართველები სულაც არ ყოფილან გამონაკლისები და ოლიმპიადის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის უცნაური ფორმა საყოველთაო კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გამხდარა.
მოდით, ერთად გავიხსენოთ ქვეყნები, რომლებსაც ეცვათ ყველაზე უცნაური ფორმები ოლიმპიადების ისტორიაში. 1. ავსტრალია, 1992 წელი ალბათ, ინდიანა ჯონსი პირველი იქნებოდა, ვისაც ავსტრალიის ნაკრების უცნაური ფორმა მოეწონებოდა. 2. იაპონის ნაკრები, 2004 წელი აი, იაპონელებისათვის შემუშავებული ეს უცნაური დიზაინერული გადაწყვეტა მრავალ ადამიანს მოჰგვრიდა ღიმილს 2004 წლის ოლიმპიადაზე. 3. ახალი ზელანდია, 2008 წელი ახალზელანდიელების მოდური და მინიმალისტური ფორმები ბევრს მოეწონა 2008 წელს. აი, უცნაურმა სანდლებმა კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააკვირვა. 4.დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგრობა ( СНГ), 1992 წელი ეს იყო პირველი ოლიმპიადა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სპორტსმენების ფორმები 80-იანი წლების ამერიკული დეტექტიური ფილმების პერსონაჟების ტანსაცმელს უფრო მოგვაგონებდა, ვიდრე ოლიმპიურ სამოსს. 5. სამხრეთ კორეა, 1992 წელი ოლიმპიადა-92-ზე კიდევ ერთმა გუნდმა გააოცა მაყურებლები. სამხრეთ კორეელების ფორმა გზის მუშების სპეცტანსამელს საოცრად ჰგავდა. 6. ჩინეთი, 1992 წელი გახსოვთ, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენთან პირველად გამოჩნდა ჩინური საქონელი, რა პოპულარული იყო ასეთი ტანსაცმელი? 7. ბერმუდის კუნძულები, 2010 წელი ერთი შეხედვით თითქოს უცანური არაფერია ამ ფორმაში, თუ არ ჩავთლით, რომ ამ ფორმით სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე წარსდგნენ. 8. მონგოლეთი, 1968 წელი ოლიმპიური ფორმის მეტად უცნაური ვარიანტი შემოგვთავაზა მონგოლეთის ნაკრებმა შორეულ 1968 წელს. 9. დიდი ბრიტანეთი, 2012 წელი 2012 წლის ოლიმპიადაზე აი, ასეთი ქათქათა ფორმებით იწონებდნენ ბრიტანელები თავს. 10. მალაიზია, 2012 წელი მალაიზიელების კაშკაშა, მყვირალა ფერის უნიფორმა ოლიპიადის სტუმრების თვალს ახარებდა. 11. კანადა, 1988 წელი კანადის ნაკრებს ამ ოლიმპიადაზე იოლად გამოარჩევდით სხვა გუნდებისაგან 12. ნორვეგია, 2014 წელი აი ასეთი უცნაური, კლოუნისმაგვარი ფორმებით იწონებდნენ თავს ნორვეგიელი სპორტსმენები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 13. რუსეთი, 2016 წელი რუსეთის ნაკრების ფორმის პირველ ჩვენებას სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. მართალია, მომხმარებლების მცირე ნაწლი მას მოდურად მიიჩნევდა, მაგრამ უმეტესობას სასაცილოდ მიაჩნდა რუსი სპორტსმენების ეს პათოსური სტილის ჩაცმულობა. 14. საქართველო, 2016 წელი და ბოლოს, რა თქმა უნდა, საქართველო. როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ''სამოსელი პირველის'' მიერ შეკერილმა ამ ფორმამ სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ბევრი თვლიდა, რომ ფორმა ქართული ორნამენტებით არ იყი გაწყობილი და მასში შუააზიური სტილი ფიგურირებდა. თუმცა, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო... ოლიმპიადის გახსნაზე ჩვენი სპორტსმენების ფორმამ ყურადღება მიიქცია და საუკეთესო ფორმების ათეულშიც კი მოხვდა (კარგი იქნებოდა, ამის მაგივრად სპორტული მიღწევებით მოვხვედრილიყავით ათეულში, მაგრამ რას ვიზამთ, იმაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი სპორტსმენებისა, რითაც გაგვახარეს). 940 11-ს მოსწონს
|