სიტყვა “ტატუ”-ს წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ერთერთის მიხედვით იგი წარმოიშვა პოლინეზიური სიტყვა “ტა”-სგან, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს. დღეს ტატუირება პოპულარობის პიკშია მიუხედავად იმისა რომ მის გაკეთებას შეიძლება ბევრი უარყოითი შედეგი მოყვეს ალერგია, კანის გაღიზიანება, ინფექცია და ა.შ. ტატუ სელებრითების წრეშიც ძალზე პოპულარულია რაშიც ქვემოთ მოცემული ფოტოები დაგარწმუნებთ.