x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში
ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ დღეში 2-3 საათი ფიზიკური მომზადება და წვრთნა საკმარისია ლამაზი და ამტანი სხეულის მქონე მებრძოლად ჩამოყალიბებისათვის. სამწუხაროდ, ეს ასე სრულებითაც არაა. აი, მაგალითი იმისა, თუ რა სიძნელეების დაძლევა უხდებათ მამაც ადამიანებს სხვადასხვა სახის საბრძოლო მომზადებისას.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო მომზადება მსოფლიოში.


1. სამურაი



image

სამურაების ვარჯიშის საფუძველს ძლიერი სულის ჩამოყალიბება წარმოადგენს. მოსწავლეები სრულიად შიშვლები, საათობით სხედან თოვლზე ან დგანან ყინულივით ცივი ჩანჩქერის ქვეშ, ახდენენ რა ამით სხეულის და სულის გამოწრთობას და იგნორირებას უკეთებენ ტკივილსა და არაკომფორტულ გარემოს.


2. მუაი ტაი


image

ამ ტაილანდურ კრივს მეორენაირად რვა კიდურის ხელოვნებასაც უწოდებენ, სადაც მუხლები, იდაყვი და მუშტი მებრძოლის ძირითად იარაღს წარმოადგენს. ვარჯიში ითვალისწინებს ხელებით და ფეხებით დარტყმებს მყარ საგნებზე: ხეზე, ქვაზე, კედელზე, რაც ძალიან მტკივნეულია.


3. შაოლინის კუნგ-ფუ


image

შაოლინების კუნგ-ფუ მებრძოლისაგან 100%-ან კონცენტრაციას მოითხოვს. ვარჯიში ითვალისწინებს მებრძოლის საათობით დგომას ორ ბოძზე, რომლის ქვეშაც ბასრი შუბია დამაგრებული. თუ მოსწავლეს მუხლები უმტყუნებს და ჩამოვარდება, მას სასტიკი ტკივილი ხვდება წილად.


4. შაოლინის ჯი -ჯონგი


image

თუ შაოლინის კუნგ-ფუმ ჯერ კიდევ ვერ შეძლო თქვენი შეშინება, მაშინ ჯერი შაოლინის ჯი- ჯონგზეა. ჯი -ჯონგის მოსწავლეები ძირითადად ვარჯიშობენ დაკიდებულ მდგომარეობაში. ამისათვის ისინი აკეთებენ ყულფს, ისევე როგორც სახრჩობელას, იცვამენ მას ყელზე და მასზე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში საათობით ჩერდებიან (სახლში ამ ვარჯიშის გაკეთებას არ გირჩევთ, ის სიცოცხლისათის საშიშია).



5. ნინძა


image

რომელი თქვენგანი არ მოუხიბლავს შავებში ჩაცმულ, საოცრად ელასტიურ, ნიავივით მსუბუქად მოძრავ, აჩრდილივით უჩინარ ნინძებს კინოფილმებიდან. არ გეგონოთ, რომ ასეთ მებრძოლად გადაქცევა იოლია-ამას წლობით ვარჯიში სჭირდება, თან საკმაოდ რთული. ნინძების ვარჯიშები სხვასთან ერთად მოიცავს ტურნიკზე დაკიდებულ მდგომარეობაში გაჩერებას, რომლის დროსაც სხვა მებრძოლები მოსწავლეს ურტყამენ მუცელში, თავში და სხეულის სხვა ადგილებზე, ის კი ვალდებულია ყველაფერი მოითმინოს და ტკივილს გაუძლოს. ძალზე ხშირად ეს ვარჯიშები მთავრდება გატეხილი ნეკნებითა და ამოვარდნილი სახსრებით, მაგრამ სხვა რა გზაა? - ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბება მსხვერპლს მოითხოვს.


6. სპეცრაზმი


image

დღეს ბევრ ქვეყანას ჰყავს სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლის მონაწილეებსაც გააჩნიათ ვარჯიშის მეტად სასტიკი სისტემა. სხვა ვარჯიშებთან ერთად ის მოცავს ძალაყინით ცემას, როცა მოსწავლე ტყვიასავით მძიმე ბლოკების ქვეშაა დაწოლილი. თუ გადაწყვეტთ ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლას, უნდა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ თქვენზე ივლიან მძიმე ჩექმებით, უნდა გაუძლოთ ყინვასა და ცეცხლს, ძლიერ დარტყმებს სახესა და მუცელში სხვა მებრძოლების მხრიდან.


7. ტამიშივარი


image

იაპონური საბრძოლო ხელოვნება ტამიშივარი ითვალისწინებს სხვადასხვა საგნების გატეხვას ხელებითა და მუხლებით. მებრძოლების 100% ვარჯიშის დროს ხელს ან ფეხს იტეხავს. საოცარია, მაგრამ როგორც ტამიშივარის მებრძოლები ამბობენ, ამით მათი ძვლები უფრო მაგარი და ამტანი ხდება.


8. იამაბუში


image

იაპონური ხელოვნება იამაბუში სხვა რთულ ვარჯიშებთან ერთად მოიცავს მებრძოლის დაკიდებას ბაგირით უძირო უფსკრულის თავზე. მეორე მებრძოლმა კი ის უნდა დაიჭიროს. ამ ვარჯიშით ახდენენ სხეულის და სულის სიმტკიცის გამოცდას.


9. შაოლინის რკინის კვერცხები


image

წრთობის ამ მეთოდის დროს მებრძოლები ერთმანთს ურტყამენ სასქესო ჯირკვლებში-მამაკაცის სხეულის ყველაზე მტკივნეულ ადგილას.


10. რკინის კვერცხები-მეორე ნაწილი


image


ვარჯიშის ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ მებრძოლები სათესლე ჯირკვლებზე ჩამოიკიდებენ მძიმე ტვირთს და დაატარებენ მას. ამ ხერხით ისინი ცდილობენ ისწავლონ ამტანობა და გამძლეობა ძლიერი ტკივილისას.




5
3057
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3057
  
2017, 21 ივლისი, 15:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 18 აგვისტო, 13:09
გამიგონია, მაგრამ არ ვიცი ხრიდოლის შესახებ..იქნებ მოვიძიო ინფორმაცია და მაგაზეც დავწერო რამე.
2016, 18 აგვისტო, 11:35
ხრიდოლი – ქართული ბრძოლის ხელოვნება
ასე წერია განმარტებით ლექსიკონში.
ვიცი ერთიანი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი რომაა.
2016, 18 აგვისტო, 11:29
ხრიდოლი არ არის ქართული საბრძოლო ხელოვნება მისი შემადგენელი ნაწილია და ცალი ხელით კრივს ნიშნავს
2016, 18 აგვისტო, 10:26
სასტიკზე რა გითხრათ და ქართული ხრიდოლი, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ არცერთს არ ჩამოუვარდება.
სტატია საინტერესოა და მომეწონა.
0 1 5