სხვა ემოციური ჩინელი მოცურავე ყველას აგიჟებს! 2016, 17 აგვისტო, 13:20 ოცი წლის ჩინელი მოცურავე ფუ იუანჰუეი ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ის უკვე უყვარს მილიონობით მომხმარებელს მისი წარმოუდგენლად საყვარელი და ემოციური რეაქციების გამო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. ქალებს შორის 100 მეტრიან დისტანციაზე ზურგით ცურვის დროს გოგონამ პირადი რეკორდი დაამყარა და ფინალში გადავიდა, მაგრამ მან ეს არ იცოდა, ვიდრე რეპორტიორმა არ უთხრა. იუანჰუეის გულწრფელი სიხარული, გადაღებული ამ ინტერვიუს დროს, ისეთი გადამდები და საყვარელი გამოდგა, რომ სპორტსმენი დაუსრულებელი ხუმრობების წყარო გახდა ქსელში. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ფინალში მან მოიგო ბრონზის მედალი, რაც ისევ არ იცოდა, სანამ ჟურნალისტმა არ უთხრა. წარმოიდგინეთ როგორი გახარებული იყო ჩინელი მოცურავე. ოცი წლის სპორტსმენმა არ იცოდა ფინალში რომ გავიდა. მეორე დღეს იუანჰუეიმ ბრონზის მედალი მოიგო. როგორც ჩანს ის 2015 წლის ფინას მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც სპორტის წყლის სახეობებში ვერ იკავებდა თავს. მისმა შეუკავებელმა სიხარულმა მაშინვე დაიპყრო ოლომპიური თამაშების მაყურებლების ყურადღება. გოგონას ნამდვილად არ ეშინია აჩვენოს თავისი ემოციები. ფუ იუანჰუეი თავის გუნდთან ერთად 2015 წელს. მასში არავითარი სიყალბე არაა. ინტერვიუ ჩინელ სპორტსმენთან, რომლის დროსაც ის გებულობს რომ მოიგო ვერცხლი მედალი. 1102 16-ს მოსწონს
|