![ყაზბეგი - საქართველოს ულამაზესი
მხარე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/20170923144111164.jpg)
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ყაზბეგი საქართველოს აღმოსავლეთით მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
![ყაზბეგი - საქართველოს ულამაზესი
მხარე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201608/2016081614053877900.jpg)
ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც დარიალის ხეობაში ულამაზეს სანახაობას ჰქმნის. როგორც ვიცით, მთიანი მხარეა და სწორედ ამიტომ სტიქიური მოვლენების: თოვლის ზვავების, ღვარცოფის, წყალდიდობის ეპიცენტრი ხდება ხოლმე, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველწლიურად ათასობითა და ათიათასობით ქართველი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.მისი სილამაზე ენით აუღწერელი, დამატყვევებელია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში სამოთხე არსებობს.
გერგეთის ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა,
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით.
![ყაზბეგი - საქართველოს ულამაზესი
მხარე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201608/2016081614140677900.jpg)
ყოველ წელს ივნისის თვეში ყაზბეგში ლომისობაა, ამ დროს ათასობით ადამიანი ლომისის წმინდა ტაძარში მიდის და უფალს მადლობას წირავს, შემწეობას, ბედნირებასა და ჯანმრთელობას თხოვს.
დასასვენებლად უნიკალური ადგილია .