x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
რატომ დაბრუნდა სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში.
image

რუსული სერიალების ვარსკვლავი, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ცნობილი სერიალით "დამიბრუნე ჩემი სიყვარულით" გახდა.
სტანისლავი უკრაინაში, ზაპოროჟიის რეგიონში 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა. 11 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერიტეტი დაამთავრა. სტასი ბევრ ფილმსა და სერიალშია გადაღებულია.
30 წლის სტანისლავ ბონდარენკოს მეუღლე, მსახიობი იულია ჩიკლიევა იყო. წყვილი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდა. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გაიცნეს და 2008 წელს დაქორწინდნენ. მათ ყავთ 6 წლის ვაჟი.

სტანისლავს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ყავს.

სტანისლავ ბონდარენკო მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონის გამარჯვებულია, რომელსაც საჩუქრად მთავარი პრიზი, ბინა "კრწანისი ვილა რეზიდენსში" გადაეცა. თუმცა მისი პირველი ვიზიტი საქართველოში როგორც მოგეხსენებათ, ქველმოქმედებას უკავშირდებოდა. კერძოდ კი 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად მან მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლი შეასრულა.

სტანისლავი იმდენად მოიხიბლა ქართველებით და საქართველოთი, რომ იგი თბილისში ბინას არ დასჯერდა და ბათუმში მშენებარე სასტუმროს ერთ-ერთი ნომერიც შეიძინა.


ახლა კი სტანისლავი ისევ დაბრუნდა საქართველოში. მისი ჩამოსვლის მიზეზი კი კლიპში გადაღებაა.image

ქართველი მომღერალი და მოდელი სალი ხმალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტანისლავთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელმაც სტანისლავის თაყვანისმცემელთა "ურიცხვი არმია დარაზმა". მომღერალი, რომლის მუსიკალურ კლიპშიც გამოჩნდება ბონდარენკო, ფოტოს გამოქვეყნებსი შემდეგ პირად გვერდზე წერს: "ჰმ, უკვე ვგრძნობ ჯარს..."

imageმაგრამ ამჯერად, სტანისლავის ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი ბათუმში სპექტაკლის " колесо фортуны"-ის ჩამოტანაა, რომელშიც მთავარ როლს სტანისლავი ასრულებს. სპექტაკლი დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება.

imageimageimageimageimage




0
780
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0