სისხლის სამართალი მამაკაცს პიცერიის გაძარცვა სურდა მაგრამ დანაშაულის ადგილზე ჩაეძინა(ვიდეო) 2016, 12 აგვისტო, 9:17 ![]() ინციდენტი მოხდა ქალაქ დოვნოგორსკში 19 ივლისს.22 წლის ნასვამმა ახალგაზრდამ გატეხა პიცერიას ვიტრინა, შეძვრა შენობაში და აპირებდა სალარო-აპარატიდან ფულის აღებას. ვიდეორეგისტრატორზე ჩანს, რომ მამაკაცი ცდილობს სიბნელეში ორიენტაციით სალარო აპარატს მიაგნოს, მაგრამ ძირს ეცემა. პიცერიის გაქურდვის მცდელობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ მოქალაქეებს და პოლიციას გამოუძახეს.ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცი ჩაძინებული დახვდათ. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ადრეც იყო ნასამართლევი.მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სტატიით "მზადება დანაშაულისთვის" და "ძარცვა და შენობაში უკანონო შეჭრა".მამაკაცს 5 წლამდე პატიმრობა ელოდება. 133 6-ს მოსწონს 1-ს არა
|