x
image
მანჩო 777
გსურთ გქონდეთ ბრტყელი მუცელი? - უარი თქვით კვების ექვს პროდუქტზე, რომლებიც უხვადაა თქვენს მენიუში
image


ბრტყელი და სპორტული მუცელი-უამრავი ქალისა და გოგონას ოცნებაა და არამარტო მათი - მამაკაცებიც არ ამბობენ უარს გამოიყურებოდნენ ლამაზად და მოხდენილად. ყველამ ვიცით, რომ ლამაზი ფიგურისათვის საჭიროა ორი რამ - კვების სწორი რეჟიმი და აქტიური ცხოვრების წესი. იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად აქციოთ, პირველ რიგში უარი უნდა თქვათ შემდეგ პროდუქტებზე:



1. პირველ რიგში, დიდი "არა" უნდა უთხრათ რძის პროდუქტებს


image


რძის პროდუქტები, როგორც წესი, მუცლის შებერილობას იწვევს, ამიტომ რძეზე და რძის პროდუქტებზე სასურველია უარი თქვათ. თუ მაინდამაინც ვერ ელევით ამ საკვებს, ჯობია უპირატესობა მაწონს და იოგურტს მიანიჭოთ.


2. დაივიწყეთ კვების მეორადი პროდუქტები, რაფინირებული შაქარი და ალკოჰოლი


image

დიახ, თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ ცხოვრებისა და კვების ჩვეული წესი, მაგრამ დამიჯერეთ, შედეგი ამად ღირს. ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს აქვს თვისება ცხიმებად დაილექონ მუცლის ფარზე, რაც სავსებით არ გჭირდებათ.


3. შეზღუდეთ მარილის მოხმარება


image

მარილი ცელულიტის წარმოქმნის და წონის მატების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია, რადგან ის ამცირებს წყალს ორგანიზმში და ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს. ასე, რომ, რაც შეიძლება შეამცირეთ ამ პროდუქტის მოხმარება.


4. აკძალეთ სანელებლების მოხმარება


image

როგორც ცნობილია, სანელებლებიანი საკვები აღიზიანებს ჩვენს კუჭს. ამიტომ, როგორც არ უნდა გიყვარდეთ ის, ეცადეთ სამუდამოდ ამოიღოთ თქვენი მენიუდან. სანელებლებს შეუძლიათ გამოიწვიონ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ცხიმი პირდაპირ კუჭში დააგროვონ. ეს განსაკუთრებით ეხება ცხარე სანელებლებს, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.


5. შეწყვიტეთ ნახშირწყლების გამოყენება


image

ნახშირწყლები უარყოფითად მოქმედებენ გახდომის პროცესზე, ქმნიან რა დამატებით უჯერ ცხიმებს ორგანიზმში. ამიტომ ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მენიუში მაკარონი, თეთრი ბრინჯი, პურ-ფუნთუშეული და ნამცხვრები.


6. მიირთვით ხილი მხოლოდ შერჩევით


image

ყველა თქვენგანმა იცის, რომ ხილი სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და კარგი ფიგურის შესანარჩუნებლად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ყველა ხილს არ ეხება. თუ გსურთ ბრტყელი მუცელი გქონდეთ, ყურადღება მიქციეთ იმას, თუ რომელ ხილს მიირთმევთ. ყურძენი, მსხალი, ბანანი, კარალიოკი, ლეღვი აფერხებენ მეტაბოლიზმს და საჭმლის მონელების პროცესს, ამიტომ ჯობია მათზე უარი თქვათ. ძალიან სასარგებლოა ვაშლი, შავქლიავი და ყველანაირი ციტრუსი, რომლებიც ცხიმების დაწვას უწყობენ ხელს.


გზა ლამაზი და მოხდენილი, ბრტყელი მუცლისაკენ იოლი არაა, მაგრამ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შედეგიც არ დააყოვნებს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მოხდენილ გარეგნობას!

1
3973
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3973
  
2017, 13 ივლისი, 4:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1