x
image
alex999
გამოიგონეს მეხსიერების ბარათი, რომელიც ალკო-ტესტს აკეთებს!
როგორც იცით მეცნიერების და ტექნოლოგიების აყვავების ხანაში ვართ. ძალიან

ბევრი საინტერესო გამოგონება კაცობრიობას ცხოვრებას უმარტივებს, თუმცა

ძალიან ბევრიც უმახინჯებს. მეცნიერებმა ამჯერად გამოიგონეს უახლესი

ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ადროიდის ან იოსის


ტიპის მობილურით ალკო-ტესტის შემოწმება, რათქმაუნდა bluetooth -პროგრამის

მეშვეობით!


image




3 თვიანი მუშაობის შედეგად, ამერიკელ მეცნიერებმა გამოიგონეს ჩიპი(მეხსიერების

ბარათი), რომელიც ადამიანს მკლავზე უმაგრდება. ჩიპს ექნება ტატუსებრი ფორმა,

რადგან არ გამოჩნდეს და ხალხის განსაკუთრებული ყურადღება არ მიიპყროს. ამ

საოცარი გამოგონების საშუალებით შესაძლებელი იქნება ადამიანის ორგანიზმის

ალკო-ტესტირება!


კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით პირველი ცდა წარმატებით

ჩატარდა. ყველაფერი წესრიგშია და აპარატი საუკეთესოდ მუშაობს! ამ პატარა ჩიპს

გააჩნია ასევე bluetooth- პროგრამის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ

მობილური ტელეფონით ალკო-ტესტირებას!


აღნიშნული ჩიპი უახლოეს მომავალში პოლიციის დეპარტამენტში გაიგზავნება.

გეგმის მიზანია ჩიპის სამართლებრივ დაწესებულებების მიერ გამოყენება.


მოგახსენებთ, რომ ჩიპების გამოყენება აშშ-ში უკვე ჭარბობს. სხვადასხვა პროგრამებით

დაპროგრამებული ჩიპები უკვე ძალიან ბევრ ადამიანის ორგანიზმშია. რელიგიურად

ეს ძალიან ცუდის მიმანიშნებელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.




დიდი მადლობა ყურადღებისთვის!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
151
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0