შემადგენლობა:
ბარდა -300გ;
პრასი-2 ღერი;
წითელი ხახვი-2 თავი;
ქათმის შებოლილი მკერდი-150გ.
ზეითუნის ზეთი-3 ს/კ;
მზესუმზირის ზეთი-2 ს/კ;
მწვანილი-დაფნის ფოთოლი, თიმიანი (თავშავა); ოხრახუში; მარილი; პილპილი.
მომზადება:
პრასი კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ხახვი გაფრცქვენით და დაჭერით რგოლებად.
ქვაბში მოათავსეთ პრასი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ.
გარეცხეთ ბარდა, დაამატეთ ქვაბში და დაასხით წყალი, დაამატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი და დაახურეთ თავზე.
მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე ნახევარი საათი, სანამ ბარდა მომზადდება.
ამოიღეთ მწვანილი, ამოურიეთ სუპი და დადგით თბილ ადგილას.
ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და შეწვით დაჩეჩილი ქათმის ხორცი ხახვთან ერთად.
მზა სუპი დაასხით თეფშებზე და დაამატეთ ხორცი.