უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება და ფეისბუქ გვერძე შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს : "ვიხსენებ 1990 თუ 91 წელია და კარგი კაცის და პედაგოგის, ელდარ ახვლედიანის ნაცვლად შევედი სემინარზე პირველ კურსზე, მერე რამდენჯერმე მომიწია ამ ჯგუფის სემინარის წაყვანა. ერთი სტუდენტი განსაკუთრებით მომეწონა და ბატონ ელდარს ვუთხარი ამის შესახებ, ბატონმა ელდარმა ალღო შემიქო და დამიდასტურა, რომ მასაც ძალიან მოსწონდა ის ყმაწვილი, ეს სტუდენტი #ლევანიზორია იყო.
P.S. არა მგონია ამ "აღსარებით" ლევანის კარიერას რაიმე ზიანი მივაყენე, მაგრამ ზოგიერთი ყოფილი მინისტრის განცხადება, უშიშროების კადრების თავდაცვაში გადაყვანის ცუდ ტენდენციაზე, მე მაინც სამსახურის დაკარგვის დანანებით გაბრაზებული ადამიანის შეცდომა მგონია.
P.S. ამ პოსტზე დისკუსია გაიმარტა და მერე დავამატე ეს აბზაცი, სხვატა შორის იმ ჯგუფშიც შევდიოდი სემინარზე სადაც თავდაცვის სამი ყოფილი მინისტრიც უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა არცერთი არ მინახავს, ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ალასანია და თინათინ ხიდაშელი (თინა ბეჯითი სტუდენტი იყო ნამდვილად და აქ სხვა აზრი არ ცამიდევს)... და დამბაჩას მომაწვდით, თუ მე ვიშოვო სადმე "რაზეც მალევე ეხმაურება ყოფილი თავდაცვის მინისტრი მინისტრი თინა ხიდაშელი : " ვალერი მე სამსახური არ დამიკარგავს :( ეს შეიძლება შენთვის რთული გასაგებია, მაგრამ ადამიანები არჩევანს როცა აკეთებენ, ამას სამსახურის დაკარგვა არ ქვია. ამას საკუთარი პრინციპების დაცვა და მოსახვევებში თანაგუნდელებისათვის "პადნოშკის" დადებაზე უარის თქმა ქვია. რთულია ცოტა, "პადნოშკა" ამიტომ დავწერე, იქნებ უფრო მიხვდე. :(დიახ, უშიშროებიდან, პოლიციიდან, სპეცსამსახურებიდან თავდაცვის მინისტრის დანიშვნა დღევანდელ საქართველოში არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. თავდაცვის მინისტრი დღეს საჯარო პოლიტიკური ფიგურაა, შესაბამისი უნარებით და რეპუტაციით. ესეც მესმის რომ რთული გასაგები უნდა იყოს მოსკოვში გახიზნული უშიშროების ოფიცრისთვის. ჯამი ჭურჭელია :( აბა ჰე, და იქნებ სხვა სამიზნე იპოვო, ნამეტანი ბევრ დროს ხარჯავ ჩემზე და არადა გვერდზე მიფრინავს, არ მეკარება. შენგან ნამდვილად "