"ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ... ღმერთო, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი!"-მაია ნიკოლეიშვილი C ჰეპატიტისგან განიკურნა.
როგორც მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და დაავადებულთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი, არსებობს უკვე C ჰეპატიტის განკურნების პროგრამა, რაც ითვალისწინებს დაავადების გამოვლენას და უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით ამ ვირუსით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას. ამ მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რომ ისარგებლოს. უამრავმა საქართველოს მოქალაქემ პროგრამაში ჩართვის მეშვეობით დაამარცხა C ჰეპატიტი. მათ შორის არის დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც მკურნალობის ერთი თვის თავზე განიკურნა C ჰეპატიტისგან. იგი თავის სიხარულს სოციალურ ქსელში უზიარებს საზოგადოებას, ლოცავს ყოფილ პრემიარ-მინისტრს და მაგნატს ბიძინა ივანიშვილს და მადლობას უხდის ჯანდაცვის მინისტრს და ექიმს, ქალბატონ თამრიკო გეგეშიძეს:
"ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ...
, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და შთამომავლობა!
გახარებული ვარ, უზომოდ გახარებული და მადლობელი: ცე ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს!!! ეს მკურნალობის 1 თვის თავზე!
-ვინ წარმოიდგენს, რა საშინელებაა, როცა ექიმი ხარ, იცი რა ვერაგი დაავადებით ხარ დაავადებული და ისიც იცი, რა საშინელი და მტანჯველია ამ დაავადების ბოლო! ჩემთვის აქამდე არსებული პრეპარატებით მკურნალობა არ შეიძლებოდა და ათი წელია, ველოდი, როდის გამოიგონებდნენ პრეპარატს, რომლითაც ვიმკურნალებდი! ვიმკურნალებდი, თუ შევწვდებოდი ...
-ამიტომ ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს! ეს მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილებისა! ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ძლიერ სახელმწიფოსაც კი არ აუღია თავის თავზე!
-დალოცე უფალო, სიკეთის მკეთებელი და მისი მონაგარი!
-გმადლობთ, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო!
-გმადლობთ და გაიხარე, თამრიკო გეგეშიძე, ჩემო ჭკვიანო, ლამაზო და მზრუნველო ექიმო!"
პირადად მე არავინ არ მყავს მთავრობაში,არც ფანი ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის.სრულიად უფასოდ ვარ ჩართული ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში რომელიც დაახლოვებით 80 000$ ღირს.ამის არდანახვა ცოტათი ტეხავს..
აქ ც ჰეპატიტზეა საუბარი რომელიც ყველასათვის უფასოა.