x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ

რატომ უფართოვდება ადამიანი გაკვირვებისგან თვალებს და რატომ აღებს პირს?


imageშიშის ან გაკვირვების დროს, თვალების გაფართოება — რეფლექსური მოქმედება, რომელიც თვალთახედვის არეს გაფართოების და სიტუაციის, ან საფრთხის ხარისხის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.



რატომ ჩნდება, ტირილის შემდეგ, ცხვირის მოხოცვის საჭიროება?


imageტირილის შემდეგ, ხშირად ჩნდება ცხვირის მოხოცვის საჭიროება. თუმცა, ამ დროს, ცხვირიდან სნოტი (ცხვირის ლორწო) კი არა, იგივე ცრემლი მოდის, რომლებიც იქ თვალის ზედაპირიდან, ცხვირის საცრემლე სადინარის მეშვეობით ხვდება.



რატომ ასმევენ აღელვებულ ადამიანს წყალს?


image ასეთ დახმარებას მხოლოდ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არა აქვს. ხახის და ხორხის ახლო მდებარეობის გამო, ჩვენი ყლაპვის და სუნთქვის პროცესები კოორდინირებულია. ამიტომ, წყლის ნელა სმა, სუნთქვის სიხშირეს რეფლექსურად ამცირებს და ათანაბრებს მის რიტმს.



რატომ აქვთ მუქი კანის მქონე ადამიანებს, ღია ფერის ხელის გულები და ფეხის ტერფები?


imageადამიანის კანის ფერის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი, მელანინის პიგმენტის კონცენტრაცია არის, რომელიც გენეტიკურ დონეზე ფიქსირდება. სხეულის ძირითადი ფერის მიუხედავად, ყველა ადამიანის ხელისგულების და ფეხის ტერფის კანი ღიაა, რადგან ის არ შეიცავს მელანინს.




სად ცხოვრობენ კავკასიური რასის წარმომადგენლები?


imageტრადიციულად, ევროპის, დასავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ინდოეთის მკვიდრნი მოსახლეობა, კლასიფიცირდება როგორც ევროპული რასა. თუმცა, გერმანელმა ანთროპოლოგმა ფრიდრიხ ბლუმენბახმა (1752–1840 წწ.), მის აღსანიშნავად, სხვა ტერმინი — «caucasian», ანუ «კავკასიური რასა» შემოიღო. მისი აზრით, თეთრკანიანები პირველად კავკასიაში გამოჩნდნენ, ხოლო, ქართველები — მათი ყველაზე ლამაზი წარმომადგენლები.

XX საუკუნის შუა წლებში, ანთროპოლოგიაში, რასების კლასიფიკაციის მოწინავე ხერხები გაჩნდა. ამის შემდეგ, ბლუმენბახის სისტემა და მისი შრომები, სამეცნიერო სამყაროში «გადაშენდა»... მაგრამ, ფართოდ გავრცელდა მსოფლიო საზოგადოებაში... და დღემდე გამოიყენება, ისეთი უხერხული ტერმინების ჩასანაცვლებლად, როგორიც არის «თეთრი» და «შავი». ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ამ ორი რასის აღსანიშნავად გამოიყენება — «კავკასიელი» (ევროპელი) და «აფროამერიკელი».



რამდენი ძვლით მცირდება ადამიანის ჩონჩხი, ზრდის პროცესში?


imageახალშობილში ჩონჩხში 300-ზე მეტი ძვალია. თანდათანობით, ზოგიერთი ძვლის შეზრდა ხდება და ზრდასრულ ადამიანს, საშუალოდ, 206 ძვალი აქვს.





სმენის გარდა, რა ფუნქციას ასრულებს ყურები?


imageადამიანებსა და ცხოველებს ყურები მხოლოდ მოსმენისთვის არ სჭირდებათ. შიდა ყური, ასევე შეიცავს ორგანოს, რომელიც სხეულის წონასწორობაზეა პასუხისმგებელია.





რატომ შეუძლიათ აზიელებსა და აფრიკელებს, თავზე სიმძიმეების ტარება?


imageის, რომ აფრიკისა და აზიის მაცხოვრებლებს ადვილად შეუძლიათ მძიმე ტვირთის თავზე ტარება, — ფიზიკით აიხსნება. სიარულის დროს, ადამიანის სხეული ზევით იწევა და ეშვება. ხოლო, ძალების ხარჯვა, ძირითადად, ტვირთის აწევაზე მოდის. ამასთან, თავი უფრო მცირე ვერტიკალური ამპლიტუდით მოძრაობს, ვიდრე სხეული.



სხვა სიახლეები:


* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

10 "იდეალური" მკვლელობა, რომელიც ჯერ კიდევ გაუხსნელია

* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები

0
571
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0