x
image
ციცი
Mediator image
"ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ..."

image

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისი-სამტრედიის ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ცოლ-ქმარი ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი, რომელთაც 2 წლის გოგონა დარჩათ და მათი მეგობარი გოგონა ანა ჩხაიძე, მეორე მანქანაში მსხდომნი კი საგრძნობლად დაშავდნენ და ურთულეს მდგომარეობაში გადაყვანილნი აღმოჩნდნენ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ამ შეჯახების შედეგად. ეს გოგონა ოთხი შვილის დედა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე გახლავთ. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ანანო ბუაძეს პნევმონია (ფილტვების ანთება) განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მისი მეუღლის მდგომარეობა კი სტაბილურია. ამ საშინელ ფაქტთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სტატუსი, თავისი პირადი "ფეისბუქის" გვერდზე, სადაც იგი სიკვდილზე წერს და ცოტათი შეშინებულიც არის ამ საშინელი "მდგომარეობის" გამო, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. მოდით ვნახოთ რა დაწერა მან.

"ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. საკმარისია ვიღაცის გარდაცვალების ამბავი გავიგო და ისევ ეს კითხვა.... მერე ეს აკვიატებული კითხვა მაშინებს, ვეშვები და ისევ თავიდან....
ბოლო პერიოდში იმდენი წავიდა იქ, სადღაც რომ თითქმის ყოველ დღე მაწუხებს აკვიატებული კითხვა. სანდრომ გამიმძაფრა, მერე ის ულამაზესი წყვილი, შემდეგ გოგო! ისევ ცუდი ამბავი.
იქნებ სულაც არაა ცუდი ეს ამბები და იქ ჯობია, სადაც ისინი მიდიან! არ შეიძლება ამდენი უსამართლო ამბავი ხდებოდეს!! რაღაც, სადღაც გრძელდება! სხვანაირად წარმოუდგენელია!"

image

1
585
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
585
  
2016, 1 აგვისტო, 14:23
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5; ფსალმუნი 146:4). აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი კვდება, წყვეტს არსებობას. მკვდარს არაფრის კეთება არ შეუძლია; ის ვერც ფიქრობს და ვერც ვერაფერს გრძნობს.
ბიბლიაში ხშირად სიკვდილი ძილთან არის შედარებული (ფსალმუნი 13:3; იოანე 11:11—14; საქმეები 7:60). როცა ვინმეს ღრმად სძინავს, ვერაფერს გრძნობს, რა ხდება მის გარშემო. მსგავსად ამისა, მკვდრებიც უგრძნობ მდგომარეობაში არიან და ვერაფერს გრძნობენ. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთს შეუძლია, ასე ვთქვათ, გამოაღვიძოს მკვდარი და სიცოცხლე დაუბრუნოს (იობი 14:13—15). ასე რომ, მათთვის, ვისაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენს, სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული.
0 1 1