მამაკაცი "არ დომებია ჯერ ჩემი გასტუმრება ღმერთს!"-გია მაისაშვილი მიმართვას ავრცელებს-"ავადმყოფობის დრო აღარ მაქვს!" 2016, 1 აგვისტო, 10:41 ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი უმძიმეს სენს, ტვინის სიმსივნეს ებრძვის. იგი ყველანაირი ხერხებით ცდილობს ამ საშინელი სენის დამარცხებას. წარუმატებელი ქიმიო-თერაპიის შემდეგ 40 დღიან შიმშილობასაც კი მიმართა, რამაც შედეგი არ გამოიღო. ქიმიო-თერაპიის კურსის ჩატარებამდე გია მაისაშვილს სტამბულის ერთ-ერთი კლინიკაში უმძიმესი ოპერაციის შედეგაგ თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს. ამჟამად ბატონი გია ამერიკაში იმყოფება სამკურნალოდ. ორი დღის წინ მისმა მეგობარმა ჯოზე კოდუამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გია მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ვილოცოთ მისი გადარჩენისთვიო: "ძვირფასო მეგობრებო, ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენს გია მაისაშვილს ჯანმრთელობა გაუუარესდა. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა თქვენს მიმართ, ილოცოთ გიას გადარჩენისთვის, მოიხსენიოთ ლოცვებში, სახლში იქნება ეს თუ ეკლესიაში. ამასთანავე გთხოვთ გააზიაროთ." გია მაისაშვილი დანებებას არ აპირებს და სიცოცხლისათვის ბრძოლას განაგრძობს. მან სოციალურ ქსელში თავისი გულშემატკივრებიისთვის მიმართვა გაავრცელა: "ძვირფასო მეგობრებო, მე ამჟამად ვიმყოფები ჰიუსტონის კლინიკაში ოჯახთან და უახლოეს მოგობრებთან ერთად. ყველა თან გვყვება, როგორი მადლიერი ვარ. არ დომებია ჯერ ჩემი გასტუმრება ღმერთს. მაგრამ ჯერ კიდე წინაა ყველაფერი. ავადმყოფობის დრო აღარ მაქვს, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს უნდა შევწირო მთელი ჩემი ცხოვრება. აბა დროებით!" აი, ასეთი იმედიანი პოსტი გამოაქვეყნა მან. მთელი ქართველი ერი გულშემატკივრობს ბატონ გიას, ყველა ლოცულობს მისთვის და გამოჯანმრთელებას უსურვებს! 1111 2-ს მოსწონს
|